მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ სტრატეგიული რეზერვებიდან 15 მლნ ბარელ ნავთობს გაყიდის

© photo: Sputnik / Sergey Lesket
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ინტერვენციის ფარგლებში 15 მლნ ბარელ ნავთობს გაიტანს გასაყიდად ამერიკის სტრატეგიული რეზერვებიდან, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ეს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC+-ის გადაწყვეტილებაზე პასუხია, რომელმაც ცოტა ხნის წინ სადღეღამისო მოპოვებების შემცირება გადაწყვიტა.

„ეს გაყიდვები დაასრულებს 180 მლნ ბარელის გამოთავისუფლებას, რაც პრეზიდენტმა გაზაფხულზე დააანონსა, რამაც ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციასა და ავტოგასამართ სადგურებზე ფასების დაწევას შეუწყო ხელი“, − წერს თეთრი სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ენერგეტიკის სამინისტროს ასევე დაავალა, მოემზადოს ზამთარში რეზერვებიდან დამატებითი გაყიდვებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი გახდება „რუსეთის ქმედებების ან სხვა მოვლენების გამო“, რომლებიც გლობალური ბაზრების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ამასთან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიული რეზერვებისთვის ნედლი ნავთობის შესყიდვებს მაშინ დაიწყებს, როცა ფასები ერთ ბარელზე 67-72 დოლარზე დაბლა დაიწევს.
წყარო: White House
ყველა ახალი ამბავი
0