მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: ცნობილი გახდა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი ინციდენტის გამოძიების პირველი შედეგები

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გერმანელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალ საკვანძო წყალქვეშა გაზსადენებზე აფეთქებების სერია, დიდი ალბათობით, დივერსიაა, რაც შვედეთის ოფიციალური პირების ანალოგიურ დასკვნას „წონას სძენს“, წერს გამოცემა Wall Street Journal ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
ამასთან, როგორც საქმეში ჩახედული წყარო აღნიშნავს, გამოძიებას ამ დროისათვის არ გამოუვლენია დივერსიაში კონკრეტული დამნაშავე, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ავარიები თავად რუსეთის მიერ იყოს მოწყობილი.

„გერმანელმა გამომძიებლებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს სავარაუდო დივერსიის რომელიმე ერთ მონაწილესთან დაკავშირება, თუმცა, როგორც ზოგი ოფიციალური პირი ამბობს, ისინი მუშაობენ ვარაუდზე, რომ აფეთქებების უკან შეიძლება თავად რუსეთი იდგეს“, — ნათქვამია WSJ-ის პუბლიკაციაში.

მანამდე ექსპერტებმა დრონით გადაღებული ფოტოებით შეაფასეს გაზსადენებზე ნგრევის მასშტაბები და ივარაუდეს, რომ ასეთი ავარიის მიზეზი მხოლოდ აფეთქება შეიძლება იყოს.
26 სექტემბერს რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის წყლებში გაზსადენებზე საგანგებო შემთხვევა მოხდა − გაირღვა გაზსადენების სამი ტოტი, რის შედეგადაც მილსადენებიდან დიდი რაოდენობით გაზმა გაჟონა. დანიისა და შვედეთის ხელისუფლებების განცხადებით, გაზსადენებზე დივერსია მოხდა. აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა კი არ გამორიცხეს, რომ საბოტაჟი თავად რუსეთის მოწყობილი იყოს. მოსკოვმა გაზსადენებზე მომხდარი „საერთაშორისო ტერორიზმად“ შეაფასა და გენერალურ პროკურატურას სწორედ ამ მუხლით დაავალა საქმის გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0