მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინელი ომბუდსმენი „წითელი ჯვრის“ გაუქმებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Ali Hassan
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ორგანიზაციის ლიკვიდირების წინადადება წამოაყენა.
ომბუდსმენის თქმით, 17 ოქტომბერს ის, წითელ ჯვართან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, კიევის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარზე მივიდა, რათა ორგანიზაციას რუსეთისგან ელენოვკაში შესვლისა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების მონახულების უფლება მიეღო. მაგრამ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ადგილზე არ გამოცხადდნენ.

„ნუთუ შემოწირულობებს ჟენევის ძვირადღირებული ოფისის შესანახად და ტოპ-მენეჯერების ხელფასებისთვის რიცხავენ, რომლებიც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტიდან მეორეში მიგრირებენ, რომლებიც მორიგ შეშფოთებას გამოთქვამენ და ადანაშაულებენ მათ, ვინც მათგან ნეიტრალიტეტის პრინციპების დარღვევაზე მუშაობას ითხოვს?! თუ ორგანიზაცია არ ასრულებს დასახულ მიზნებს <...> ის ლიკვიდირებული უნდა იყოს“, — დაწერა ლუბინეცმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, 13 ოქტომბერს წითელი ჯვარი ასევე გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არასაკმარისად მუშაობს ტყვე უკრაინელ ჯარისკაცებთან წვდომაზე. მისი აზრით, „წითელმა ჯვარმა უფრო ძლიერად უნდა იმოქმედოს“.
ყველა ახალი ამბავი
0