https://sputnik-georgia.com/20221018/saqartvelos-da-cexetis-iusticiis-ministrebma-ertobliv-deklaracias-moaweres-xeli-271444515.html
საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
ორი ქვეყნის მინისტრებმა ქართულ-ჩეხური იურიდიული ფორუმის შექმნის ინიციატივა განიხილეს 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T22:19+0400
2022-10-18T22:19+0400
2022-10-18T22:19+0400
ჩეხეთი
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271441816_86:0:2817:1536_1920x0_80_0_0_7e5a76b45bc53a6bdb3267545fdf8658.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში რეფორმისა და ციფრული მმართველობის მხარდაჭერის; ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ეფექტიანი მართვის; სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეფორმების გაგრძელება, სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ელექტრონული მმართველობის პროგრესი.მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ევროინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.შეხვედრის დასასრულს, რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან ერთად საქართველო-ჩეხეთის სამართლებრივი ფორუმის შექმნის ინიციატივაც განიხილა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით თბილისი და პრაღა უმასპინძლებს.წყარო - იუსტიციის სამინისტრო
ჩეხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271441816_427:0:2475:1536_1920x0_80_0_0_c56d83bd859de9e8ec3f873b0ea6ebfd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩეხეთი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ჩეხეთი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ორი ქვეყნის მინისტრებმა ქართულ-ჩეხური იურიდიული ფორუმის შექმნის ინიციატივა განიხილეს
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში რეფორმისა და ციფრული მმართველობის მხარდაჭერის; ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ეფექტიანი მართვის; სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის და მისი ჩეხი კოლეგის პაველ ბლაჟეკის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრაღაში ევროკავშირის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.
რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეფორმების გაგრძელება, სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ელექტრონული მმართველობის პროგრესი.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ევროინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.
შეხვედრის დასასრულს, რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან ერთად საქართველო-ჩეხეთის სამართლებრივი ფორუმის შექმნის ინიციატივაც განიხილა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით თბილისი და პრაღა უმასპინძლებს.