სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

© courtesy of Poti Theatreფოთის თეატრი
ფოთის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამ სხვადასხვა თეატრში კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ცხადდება ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
უწყების ცნობით, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კონკურსის პირობების თანახმად, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, კულტურის სამინისტრომ კანდიდატებს შორის უნდა შეარჩიოს არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი კანდიდატისა. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 17 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ნაბეჭდი სახით სამინისტროში, ან ელექტრონული სახით სამინისტროს ოფიციალურ ელფოსტაზე - info@culture.gov.ge.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0