ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / ISABEL INFANTES
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,69%-ით შემცირდა და 85,04 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 7,69%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,4%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,3% მოგებით 100,51 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 93,58 პუნქტის ფასით, 11,22% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,03%-ით.
საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 2,07%-ით შემცირდა 76,54 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 9,44%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 0,51%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 19,54 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 375 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 19,0–20,3 ფუნტის დიაპაზონში.
უცხოელმა ექსპერტებმა მოიწონეს საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების პროექტი>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,99%-ით და ერთ აქციაზე 6,15 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 102 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,98–6,3 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,61%-ით შემცირდა 17,1 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 219 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 16,68–18,24 ფუნტის დიაპაზონში.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0