https://sputnik-georgia.com/20221018/parlamentma-sakonstitucio-cvlilebebi-pirveli-mosmenit-miiro-271443960.html
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T21:48+0400
2022-10-18T21:48+0400
2022-10-18T23:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322213_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_998c99d091caca89811716d17565032a.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 126 ხმით მიიღო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.ამასთან, მეორე და მესამე კენჭისყრა ყოველი წინა კენჭისყრიდან 28 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ხოლო კანდიდატის შეცვლა არ შეიძლება.დღეისათვის საქართველოში გენერალურ პროკურორს უბრალო უმრავლესობით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტს იურიდიულ ნონსენსად თვლიან, ასევე დეპუტატებმა შემდეგი ოპოზიციური პარტიებიდან -„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“.გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება - ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია. ხელისუფლების განცხადებით, ყველა პირობა წლის ბოლომდე შესრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322213_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5d0af97a931a981adde05b5f37461fcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
21:48 18.10.2022 (განახლებულია: 23:20 18.10.2022) პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 126 ხმით მიიღო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
ამასთან, მეორე და მესამე კენჭისყრა ყოველი წინა კენჭისყრიდან 28 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ხოლო კანდიდატის შეცვლა არ შეიძლება.
დღეისათვის საქართველოში გენერალურ პროკურორს უბრალო უმრავლესობით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტს იურიდიულ ნონსენსად თვლიან, ასევე დეპუტატებმა შემდეგი ოპოზიციური პარტიებიდან -„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება - ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია. ხელისუფლების განცხადებით, ყველა პირობა წლის ბოლომდე შესრულდება.