კობახიძე: საქართველოს უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა აკავშირებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც საქართველოში კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებული პირი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს, ეს მძიმე მოვლენაა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინას ცალმხრივი მეგობრობა და ცალმხრივი სოლიდარობა აკავშირებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძემ უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი დაესწრო. შეხვედრის ფოტო კოსტინმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა.

„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან გვაკავშირებს ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა, ცალმხრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი მოვლენაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

მისი თქმით, ადეიშვილი არა მარტო ბრალდებულია კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ იყო „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე“.
„ეს ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში და ა.შ... როცა ასეთი ადამიანი დადის საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით, ეს არის მძიმე მოვლენა. რას ვიზამთ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა >>
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე განაჩენი 2021 წლის ივნისში გამოიტანა და ადეიშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ყველა ახალი ამბავი
0