https://sputnik-georgia.com/20221018/koba-gvenetazes-jildo-gadasces-sauketeso-bankiri-271433173.html
2022 წლის საუკეთესო ბანკირი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჯილდო გადასცეს
2022 წლის საუკეთესო ბანკირი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჯილდო გადასცეს
Sputnik საქართველო
რეგულატორის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ეროვნული ბანკის კვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T17:11+0400
2022-10-18T17:11+0400
2022-10-18T20:57+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_86:155:801:557_1920x0_80_0_0_f5868b28c48e86addee0a7acd5acf0d1.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უკვე მეხუთედ გადასცა ჯილდო, როგორც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ერთ-ერთ საუკეთესო მმართველს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის დროს გაიმართა.გვენეტაძის თქმით, Global Finance მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საფინანსო სექტორში, ამიტომ მისთვის დიდი პატივია ამ სიაში ჩართვა.რეგულატორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის კვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.Global Finance ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მმართველებს და აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც ავლენს საუკეთესო ბანკირებს. გვენეტაძემ ერთ-ერთი საუკეთესო ბანკირის წოდება პირველად 2018 წელს მიიღო.2022 წელს Central Banker Report Cards-ში 96 ბანკირი შეაფასეს და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოხვდნენ.კობა გვენეტაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება>>Global Finance-ის ჯილდო საერთაშორისო საფინანსო საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა: ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა.1987 წელს დაარსებული Global Finance 160-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები.ჟურნალის ვებ-გვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში, ოფისები კი ლონდონსა და მილანში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/73/232847377_187:149:731:557_1920x0_80_0_0_f0cfdcf5bd85da61d637c7891246de54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
2022 წლის საუკეთესო ბანკირი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჯილდო გადასცეს
17:11 18.10.2022 (განახლებულია: 20:57 18.10.2022) რეგულატორის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ეროვნული ბანკის კვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უკვე მეხუთედ გადასცა ჯილდო, როგორც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ერთ-ერთ საუკეთესო მმართველს,
ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის დროს გაიმართა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა კვლავ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ეროვნული ბანკის მოქმედებები ქვეყანაში გრძელვადიან და მდგრად მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძის თქმით, Global Finance მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საფინანსო სექტორში, ამიტომ მისთვის დიდი პატივია ამ სიაში ჩართვა.
რეგულატორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის კვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
Global Finance ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მმართველებს და აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც ავლენს საუკეთესო ბანკირებს. გვენეტაძემ ერთ-ერთი საუკეთესო ბანკირის წოდება პირველად 2018 წელს მიიღო.
2022 წელს Central Banker Report Cards-ში 96 ბანკირი შეაფასეს და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოხვდნენ.
Global Finance-ის ჯილდო საერთაშორისო საფინანსო საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა: ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა.
1987 წელს დაარსებული Global Finance 160-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები.
ჟურნალის ვებ-გვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში, ოფისები კი ლონდონსა და მილანში.