https://sputnik-georgia.com/20221018/jinvali-barisaxo-shatilis-gzis-agdgena-mimdinareobs-271438489.html
ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს
ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T18:31+0400
2022-10-18T18:31+0400
2022-10-18T22:22+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249047319_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_3fbcd31b84e0716f167d01fdf5c0b813.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ 22 სხვადასხვა მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ატარებენ, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ივნისის ბოლოს რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად ჩატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრქტურის აღდგენისა და სტიქიის პრევენციის სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, 22 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის აღდგენა, დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა და გამაგრება.საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ქვაყრილის, რკინა-ბეტონის მილების, ნაპირსამაგრი ქვაყრილის, ხევზე რკინა-ბეტონის ღია ღარების, რკინა-ბეტონის კედლისა და ბეტონის ბლოკების მოწყობის სამუშაოებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ძირითადი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 მლნ ლარს აღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249047319_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_f99c2333bce816dfce7a330643b4c06e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს
18:31 18.10.2022 (განახლებულია: 22:22 18.10.2022) ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ 22 სხვადასხვა მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ატარებენ, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ივნისის ბოლოს რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად ჩატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრქტურის აღდგენისა და სტიქიის პრევენციის სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, 22 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის აღდგენა, დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა და გამაგრება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ქვაყრილის, რკინა-ბეტონის მილების, ნაპირსამაგრი ქვაყრილის, ხევზე რკინა-ბეტონის ღია ღარების, რკინა-ბეტონის კედლისა და ბეტონის ბლოკების მოწყობის სამუშაოებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ძირითადი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 მლნ ლარს აღწევს.