იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

© Pixabay / Antraniasკარიერი
კარიერი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონში სილიკო-მანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) მოპოვების მიზნით მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა.
ასევე აღმოჩენილია ე.წ. ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებული იყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო-მანგანუმის ქერქული ნარჩენი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული დაილუქა და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო საქმის მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0