https://sputnik-georgia.com/20221018/gaficva-safrangetsi-271433534.html
საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვა დაიწყო: ვიდეო
საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვა დაიწყო: ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დარგის მუშაკები, სახელმწიფო სამსახურები... 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T17:34+0400
2022-10-18T17:34+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/08/271158024_0:132:3073:1860_1920x0_80_0_0_8b470392bfb0d2df94a52acd8089e1b8.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დარგის მუშაკები, სახელმწიფო სამსახურები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ, იუწყება გაზეთი Le Figaro.გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საწყობების — TotalEnergies-ისა და ExxonMobil-ის აქციას, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე გაიფიცნენ შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, დღეს სარკინიგზო ოპერატორ SNCF-ისა და პარიზის ტრანსპორტის სააგენტო RATP-ს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.გარდა ამისა, საფრანგეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, საყოველთაო აქციაში ჩაერთო ქვეყნის პედაგოგთა მთლიანი შემადგენლობის დაახლოებით 6%, ასევე სტუდენტები, რომლებმაც ზოგ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესასვლელები დაბლოკეს.აგრეთვე პროტესტს შეუერთდნენ ენერგეტიკული კომპანიებიც, მათ შორის, EDF, რის შედეგადაც სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდა ქვეყნის დაახლოებით ათამდე ელექტროსადგურის მუშაობა.გაფიცვას მხარს უჭერენ და აქციაში ჩართვას აპირებენ სახელმწიფო მოხელეებიც, მათ შორის, სახელმწიფო საავადმყოფოების, კერძო კლინიკებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლები.საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველზე დიდი და აქტიური პროფკავშირული გაერთიანება CGT, რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს შეიქმნა და ბრძოლა დღემდე არ შეუწყვეტია.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/08/271158024_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_5c1216daffe31952e1b2b0f747f9000c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვა დაიწყო: ვიდეო
17:34 18.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დარგის მუშაკები, სახელმწიფო სამსახურები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ, იუწყება გაზეთი
Le Figaro.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საწყობების — TotalEnergies-ისა და ExxonMobil-ის აქციას, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე გაიფიცნენ შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, დღეს სარკინიგზო ოპერატორ SNCF-ისა და პარიზის ტრანსპორტის სააგენტო RATP-ს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
გარდა ამისა, საფრანგეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, საყოველთაო აქციაში ჩაერთო ქვეყნის პედაგოგთა მთლიანი შემადგენლობის დაახლოებით 6%, ასევე სტუდენტები, რომლებმაც ზოგ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესასვლელები დაბლოკეს.
აგრეთვე პროტესტს შეუერთდნენ ენერგეტიკული კომპანიებიც, მათ შორის, EDF, რის შედეგადაც სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდა ქვეყნის დაახლოებით ათამდე ელექტროსადგურის მუშაობა.
გაფიცვას მხარს უჭერენ და აქციაში ჩართვას აპირებენ სახელმწიფო მოხელეებიც, მათ შორის, სახელმწიფო საავადმყოფოების, კერძო კლინიკებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლები.
საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველზე დიდი და აქტიური პროფკავშირული გაერთიანება CGT, რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს შეიქმნა და ბრძოლა დღემდე არ შეუწყვეტია.