საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას იწყებს

© courtesy of GFFახალგაზრდული ნაკრები
ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ 25 ოქტომბერს ჩაატარებს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები (U-17) იწყებს მზადებას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის, რომელიც უნგრეთში მომავალი წლის მაისში ჩატარდება.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ 25 ოქტომბერს ჩაატარებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველოსთან ერთად, ისრაელის გარდა, ინგლისი და ლიეტუვა არიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან ერთმანეთის მიყოლებით სამ მატჩს შინ გამართავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია აკადემია „დინამო თბილისი“, საიდანაც ხიზანიშვილმა 15 მოთამაშე მოიწვია, ხუთი კი – „საბურთალოდან“.
მატჩები განრიგი:
25 ოქტომბერი, 18:00 სთ - საქართველო-ისრაელი
28 ოქტომბერი, 18:00 სთ - საქართველო-ინგლისი
31 ოქტომბერი, 18:00 სთ - საქართველო-ლიეტუვა
U17-ის შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“, თბილისი), მათე საური („დინამო“ თბილისი).
მცველები: დავით ქელდიშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი („საბურთალო“), გიორგი მეფარიშვილი („დინამო“ თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი („საბურთალო“), ლუკა შაშიაშვილი („დინამო“ თბილისი), თორნიკე მინდიაშვილი („ჰორტა“, ესპანეთი), ნიკა ბენდიანიშვილი („დინამო“ თბილისი), გიგი გოგია („ფლიტვუდ თაუნი“, ინგლისი), რატი გრიგალავა („დინამო“ თბილისი), გიორგი გოგატიშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი).
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი („დინამო“ თბილისი), დათა ინაიშვილი („საბურთალო“), საბა გეგუჩაძე („საბურთალო“), ცოტნე ბერელიძე („დინამო“ თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ავთო მაშავა („დინამო“ თბილისი), დანიელ ქვარცხავა („საბურთალო“), გიორგი გოგსაძე („საბურთალო“), საბა სამუშია („დინამო“ თბილისი), თემურ ოდიკაძე („დინამო“ თბილისი), ვახო სალია („დინამო“ თბილისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია („დინამო“ თბილისი), გიორგი ხინთიბიძე („კოლხეთი“ 1913).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0