დუშეთში დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას მოტყუებით დაეუფლნენ

© Sputnik / STRINGERმიწის ნაკვეთები
მიწის ნაკვეთები - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9.100 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. უწყების ცნობით, ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 430 ათასამდე ლარს შეადგენს.
ამას გარდა ბრალდებულებმა გამოიყენეს ყალბი დოკუმენტაცია და შეეცადნენ დამატებით 1,6 მლნ ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ. თუმცა, უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე (თაღლითობა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მუხლებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0