https://sputnik-georgia.com/20221017/tbilisis-meris-moadgile-vakis-parkis-kaskadze-daskvna-yvela-etapze-dadebiti-iyo-271407596.html
თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე: დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო
თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე: დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო
Sputnik საქართველო
ანდრია ბასილაიას განცხადებით, მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T19:27+0400
2022-10-17T19:27+0400
2022-10-17T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/65/248536506_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3e842af53bada88887a8ce0750cf4ad5.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის შესახებ.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესია, რომ მიზეზების გამოკვლევა მოხდეს, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული.„გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობთ და ნებისმიერი ჩვენგანი მზად არის, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.მისი განმარტებით, მერიის შესაბამისი სამსახური, თავის მხრივ, ამოწმებს, აკრედიტებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და არის თუ არა დასკვნა დადებითი.ბასილაიას განმარტებით, მერიამ შეისყიდა არა ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, არამედ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა.„როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის შადრევნის ნაწილი, რომლის საექსპერტო დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს“, – განაცხადა მან.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/65/248536506_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c86f61311e9228c737a14a4b91ef493a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე: დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო
19:27 17.10.2022 (განახლებულია: 19:50 17.10.2022) ანდრია ბასილაიას განცხადებით, მერია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის შესახებ.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
„დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე“, – განაცხადა ბასილაიამ.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესია, რომ მიზეზების გამოკვლევა მოხდეს, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული.
„გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობთ და ნებისმიერი ჩვენგანი მზად არის, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
მისი განმარტებით, მერიის შესაბამისი სამსახური, თავის მხრივ, ამოწმებს, აკრედიტებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და არის თუ არა დასკვნა დადებითი.
„თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში", – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ბასილაიას განმარტებით, მერიამ შეისყიდა არა ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, არამედ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა.
„როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის შადრევნის ნაწილი, რომლის საექსპერტო დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს“, – განაცხადა მან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.