https://sputnik-georgia.com/20221017/tavdacvis-ministrmna-veteranebs-mimarta-271403399.html
თქვენ სჭირდებით საქართველოს - თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს მიმართა
თქვენ სჭირდებით საქართველოს - თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს მიმართა
Sputnik საქართველო
ვეტერანებმა აჩვენეს, რომ ქართული საბრძოლო სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T18:13+0400
2022-10-17T18:13+0400
2022-10-17T19:35+0400
საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251604767_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0cb0d8f35bedb2aeed6ed2dfd42bf240.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.საქართველოში 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღე აღინიშნება.ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, აღნიშნა მინისტრმა.„თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს, სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.ვეტერანების ყოველთვიური დანამატი 100 ლარამდე გაიზარდა>>მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სისტემური და ინდივიდუალური დახმარებისთვის, რომელსაც ის თავდაცვის მინისტრობის დროს უწევდა ვეტერანებს და დღესაც განაგრძობს პრემიერ-მინისტრის რანგში.ვეტერანების დღე საქართველოში 1995 წელს დაწესდა. ამჟამად საქართველოში ვეტერანის სტატუსი 66.479 ადამიანს აქვს. ესენი არიან მეორე მსოფლიო ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მონაწილეები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251604767_53:0:1085:774_1920x0_80_0_0_6129991e57e87b1389a91af964887edc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თქვენ სჭირდებით საქართველოს - თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს მიმართა
18:13 17.10.2022 (განახლებულია: 19:35 17.10.2022) ვეტერანებმა აჩვენეს, რომ ქართული საბრძოლო სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
საქართველოში 17 ოქტომბერს ვეტერანთა დღე აღინიშნება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ათასობით ადამიანის ღვაწლს, გმირობასა და თავდადებას. თქვენი სახით საქართველოს ჰყავს სიმამაცისა და ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ქედს ვიხრი თქვენი თანამებრძოლების წინაშე, რომლებიც მამაცურად დაეცნენ ბრძოლის ველზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, აღნიშნა მინისტრმა.
„თქვენ ერთად დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე, მისი საშუალებებისა თუ რიცხოვნობის მიუხედავად. ძვირფასო ვეტერანებო, მოგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით თქვენ სჭირდებით საქართველოს, სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სისტემური და ინდივიდუალური დახმარებისთვის, რომელსაც ის თავდაცვის მინისტრობის დროს უწევდა ვეტერანებს და დღესაც განაგრძობს პრემიერ-მინისტრის რანგში.
ვეტერანების დღე საქართველოში 1995 წელს დაწესდა. ამჟამად საქართველოში ვეტერანის სტატუსი 66.479 ადამიანს აქვს. ესენი არიან მეორე მსოფლიო ომისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მონაწილეები.