მოუსმინეთ სტრესის მომხსნელ მუსიკას: ნეირობიოლოგებმა კომპოზიცია შეარჩიეს

გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. თუ რთული დღე გაგითენდათ და ნერვები დაგეძაბათ, გაითვალისწინეთ ბრიტანელი ნეირობიოლოგების რჩევა და მოუსმინეთ სამეცნიერო-კვლევითი კომპანია Mindlab International-ის მიერ შერჩეულ კომპოზიციას, რომელიც საუკეთესოდ ხსნის სტრესს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა ნეირობილოგებმა მუსიკის ადამიანზე გავლენის შესასწავლად კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 40 ქალი მონაწილეობდა. კვლევისას მათ რთული სტრესული თავსატეხების ამოხსნას ავალებდნენ სხვადასხვა მუსიკის თანხლებით. ამავდროულად აკვირდებოდნენ მათ წნევას, გულის რიტმს, სუნთქვის სიხშირესა და ტვინის ატიურობას.
შედეგად გაირკვა, რომ ჯგუფ Marconi Union-ის კომპოზიცია Weightless-ის მოსმენისას ექსპერიმენტის მონაწილეებს 65%-ით უმცირდებოდათ სტრესის ჰორმონი − კორტიზოლი.
გარდა ამისა, მონაწილეთა უმეტესობას კომპოზიცია 11%-ით უფრო ეფექტურად უმცირებდა სისხლის წნევას, გულის შეკუმშვების რაოდენობასა და სუნთქვის სიჩქარეს, ვიდრე მოცარტის ნაწარმოებები თუ თანამედროვე პოპულარული შემსრულებლების ჰიტები (ადელი, Coldplay და Enya).
საბოლოოდ სტრესის მომხსნელი კომპოზიციების ჩამონათვალი ასე გადანაწილდა:
1.
Marconi Union — "Weightless"
2.
Airstream — "Electra"
3.
DJ Shah — "Mellomaniac"
4.
Enya — "Watermark"
5.
Coldplay — "Strawberry Swing"
6.
Barcelona — "Please Don't Go"
7.
All Saints — "Pure Shores"
8.
Adele — "Someone Like You"
9.
Mozart — "Canzonetta Sull'aria"
10.
Cafe Del Mar — "We Can Fly"
აღინიშნება, რომ Marconi Union-მა კომპოზიცია Weightless 2011 წელს ჩაწერა ბრიტანეთის ბგერითი თერაპიის აკადემიის სპეცილისტებთან ერთად. ის სპეციალურად შეიქმნა ადამიანებში სტრესის დონის დასაქვეითებლად.
ყველა ახალი ამბავი
0