https://sputnik-georgia.com/20221017/sobianini-mobilizacia-moskovsi-271403621.html
სობიანინი: მოსკოვში მობილიზაცია დასრულდა
სობიანინი: მოსკოვში მობილიზაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, დაგზავნილი უწყებები მოქმედი აღარ არის, განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი... 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T17:25+0400
2022-10-17T17:25+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249372288_0:194:3081:1928_1920x0_80_0_0_cba1b6be7362bb4c0c925a75bb976da3.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, დაგზავნილი უწყებები მოქმედი აღარ არის, განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის სამხედრო კომისარზე დაყრდნობით.როგორც მოსკოვის მერი აღნიშნავს, მობილიზაცია უზარმაზარ გამოცდად იქცა ბევრი მოსკოვური ოჯახისთვის, თუმცა დასახული ამოცანები მაინც შესრულდა მოსკოველების პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის წყალობით.სობიანინმა მადლობა გადაუხადა მოსკოველებს და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მობილიზებული ჯანმრთელი დაბრუნდება.„იმედი ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები დაბრუნდეთ. დაბრუნდეთ გამარჯვებულები. შეინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. მოსკოვი იზრუნებს თქვენს ოჯახებსა და ახლობლებზე“, − წერს სობიანინი.როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, მოსკოვი ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში თითოეულ გაწვეულს თვეში 50 ათას რუბლს უხდის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249372288_350:0:3081:2048_1920x0_80_0_0_6e76215c9facbfcda6f1272d1e8e570a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
სობიანინი: მოსკოვში მობილიზაცია დასრულდა
17:25 17.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა, დაგზავნილი უწყებები მოქმედი აღარ არის, განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის სამხედრო კომისარზე დაყრდნობით.
„პრეზიდენტის განკარგულებითა და თავდაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე დადგენილი ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულადაა შესრულებული. სამობილიზაციო პუნქტები 2022 წლის 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიხურება. მობილიზაციის პროცესში საცხოვრებელ ადგილებსა და საწარმოებში დაგზავნილი უწყებები მოქმედებას წყვეტს“, − ნათქვამია სობიანინის პირად ბლოგში.
როგორც მოსკოვის მერი აღნიშნავს, მობილიზაცია უზარმაზარ გამოცდად იქცა ბევრი მოსკოვური ოჯახისთვის, თუმცა დასახული ამოცანები მაინც შესრულდა მოსკოველების პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის წყალობით.
სობიანინმა მადლობა გადაუხადა მოსკოველებს და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მობილიზებული ჯანმრთელი დაბრუნდება.
„იმედი ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები დაბრუნდეთ. დაბრუნდეთ გამარჯვებულები. შეინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. მოსკოვი იზრუნებს თქვენს ოჯახებსა და ახლობლებზე“, − წერს სობიანინი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, მოსკოვი ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში თითოეულ გაწვეულს თვეში 50 ათას რუბლს უხდის.