ტრაგედია ვაკის პარკში: ოპოზიციონერი აქტივისტები კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც თბილისის მერის კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
მერიის შენობასთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხი, სხვა პირებთან ერთად, მერმაც უნდა აგოს.
შარტავას ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: მზად ვარ პასუხი ვაგო>>
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0