მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის პაპი: გაეროს უსუსურობა აშკარაა, საჭიროა მისი რეფორმირება

© AP Photo / Riccardo De Lucaრომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. მსოფლიოს ბოლო ორი კრიზისის, კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე აშკარა ხდება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირებაა აუცილებელი, მიაჩნია რომის პაპ ფრანცისკს.
როგორც პონტიფიკოსი წერს თავის წიგნში „გთხოვთ უფლის სახელით. ათი ლოცვა მომავლის იმედზე“, ორივე ამ კრიზისმა „მულტილატერალური სისტემის ზღვარი“ წარმოაჩინა.
რომის პაპს მიაჩნია, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს კონფლიქტების გადაჭრის უფრო მოქნილი და ეფექტური მეთოდების აუცილებლობას“. ხოლო გაერო იმ სახით, რომლითაც დაარსების დღიდან ფუნქციონირებს, „მეტად აღარ შეესაბამება ახალ რეალობებს“.

„უკრაინაში ახლა მიმდინარე ომში ჩვენ გაეროს უსუსურობის მოწმენი ვხდებით“, − წერს ფრანცისკი.

პონტიფიკოსის აზრით, გაეროს სტრუქტურული რეფორმები მიმართული უნდა იყოს ორგანიზაციის თავდაპირველი მოწოდების – კაცობრიობის სამსახურის განახლებისკენ. გარდა ამისა, სურსათის, ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეულ როლს „ინტეგრალური უსაფრთხოება“ უნდა ასრულებდეს.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველად არ აკრიტიკებს გაეროს რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო. როგორც მან მანამდე, 2022 წლის 6 აპრილს განაცხადა, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს იცავენ „ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო გავლენის ზონების გაფართოების გზით, რაც კარგად ჩანს ამჟამინდელ ომში“.
რომის პაპის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ახალი ისტორიის საფუძვლების ჩაყრის მცდელობა შეინიშნებოდა, მაგრამ ზესახელმწიფოების მეტოქეობის ძველი ისტორია კვლავაც გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0