https://sputnik-georgia.com/20221017/krasnodaris-mxaresi-samxedro-tvitmfrinavi-saxls-daeca-271410431.html
კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი სახლს დაეცა
კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი სახლს დაეცა
Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T21:12+0400
2022-10-17T21:12+0400
2022-10-17T22:58+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365250_0:137:3156:1912_1920x0_80_0_0_aa4f132ec0c71a8e5fcd1ead6ead7fe1.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სამხედრო თვითმფრინავი Су-34 რუსეთის ქალაქ იეისკში (კრასნოდარის მხარე) საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ იუწყება Zvezdanews ქალაქის სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავ Су-34-ს სასწავლო-სავარჯიშო ფრენა უნდა შეესრულებინა, სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას მან ავიაკატასტროფა განიცადა და ქალაქ იეისკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. მათი განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის ეზოში თვითმფრინავის საწვავის აალება მოხდა, აღნიშნეს სამინისტროში.ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365250_214:0:2943:2047_1920x0_80_0_0_dd3fd3d4cabcba9bf4d3bdb75eacece7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
კრასნოდარის მხარეში სამხედრო თვითმფრინავი სახლს დაეცა
21:12 17.10.2022 (განახლებულია: 22:58 17.10.2022) რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. სამხედრო თვითმფრინავი Су-34 რუსეთის ქალაქ იეისკში (კრასნოდარის მხარე) საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ იუწყება Zvezdanews ქალაქის სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავ Су-34-ს სასწავლო-სავარჯიშო ფრენა უნდა შეესრულებინა, სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას მან ავიაკატასტროფა განიცადა და ქალაქ იეისკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. მათი განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენისას ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის ეზოში თვითმფრინავის საწვავის აალება მოხდა, აღნიშნეს სამინისტროში.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.