მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინტერესი დაიკარგა: „ევროვიზია 2023“-ში მონაწილეობაზე ოთხმა ქვეყანამ უარი თქვა

© courtesy of Eurovision Song Contest
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. აღმოსავლეთ ევროპის ოთხმა ქვეყანამ უარი განაცხადა მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია 2023“-ში მონაწილეობაზე, იუწყება Eurovisionwolrd.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მონტენეგროზე, ბულგარეთზე, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიაზე.
აღინიშნება, რომ პირველმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი მონტენეგრომ თქვა. როგორც ადგილობრივმა მაუწყებელმა RTCG-მ განაცხადა, ქვეყანას არ აქვს საჭირო ბიუჯეტი კონკურსზე რეგისტრაციის საფასურის გადასახდელად და მონაწილის დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარჯების დასაფარად. გარდა ამისა, მაუწყებლის ინფორმაციით, სპონსორები ღონისძიების მიმართ ინტერესს არ ავლენენ.
ამის შემდეგ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. ამ უკანასკნელმა „ევროვიზიაში“ მონაწილეობა 2017 წლიდან შეწყვიტა.
აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ „პროგრამა ინტერესს აღარ იწვევს“.
ცნობილი ხდება ისიც, რომ „ევროვიზია 2023“-ში კონკურსანტის წარდგენის საკითხზე მსჯელობს აგრეთვე სლოვენია.
მომავალ წელს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლივერპულში ტარდება, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის „ევროვიზიაში“ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა სიმღერით Stefania. მიმდინარე წლის 17 ივნისს ევროპულმა სამაუწყებლო კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ „ევროვიზია 2023“ უკრაინაში ვერ გაიმართება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. 25 ივლისს EBU-მ დაადასტურა, რომ კონკურსს, უკრაინის ნაცვლად, დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.
1980 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში არ ტარდება. მაშინ ისრაელის ნაცვლად „ევროვიზია“ ნიდერლანდში ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0