https://sputnik-georgia.com/20221017/csto-samxedro-swavleba-271398963.html
ტაჯიკეთში CSTO-ს სამხედრო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო
ტაჯიკეთში CSTO-ს სამხედრო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. ტაჯიკეთში დღეს ცენტრალური აზიის რეგიონის სწრაფი განთავსების კოლექტიური ძალების ერთობლივი წვრთნები „რუბეჟ 2022“ დაიწყო, იუწყება... 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T15:29+0400
2022-10-17T15:29+0400
2023-07-20T15:47+0400
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252596424_0:33:2376:1370_1920x0_80_0_0_ae0fbed7cd005ecf2891fc0d72a36854.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. ტაჯიკეთში დღეს ცენტრალური აზიის რეგიონის სწრაფი განთავსების კოლექტიური ძალების ერთობლივი წვრთნები „რუბეჟ 2022“ დაიწყო, იუწყება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გაერთიანებული პრეს-ცენტრი.გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება ტაჯიკეთის პოლიგონ ჰარბმაიდონიზე ტარდება. მისი გახსნის ცერემონიაში ტაჯიკეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ემომალი სობირზოდამ, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გენმდივნის მოადგილე ტაჰირ ჰაირულოევმა, CSTO-ს ცენტრალური აზიის რეგიონის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.სწავლებაში დაახლოებით 1000 სამხედრო და 300-ზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან რუსული კონტინგენტის ძირითად ნაწილს ცენტრალური სამხედრო ოლქის 201-ე ბაზის სამხედროები შეადგენენ. მანევრების თემაა CSTO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განადგურება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252596424_185:0:2212:1520_1920x0_80_0_0_f5215809dcd799f6018da17ffb12d817.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები
ტაჯიკეთში CSTO-ს სამხედრო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო
15:29 17.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. ტაჯიკეთში დღეს ცენტრალური აზიის რეგიონის სწრაფი განთავსების კოლექტიური ძალების ერთობლივი წვრთნები „რუბეჟ 2022“ დაიწყო, იუწყება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გაერთიანებული პრეს-ცენტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება ტაჯიკეთის პოლიგონ ჰარბმაიდონიზე ტარდება. მისი გახსნის ცერემონიაში ტაჯიკეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ემომალი სობირზოდამ, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გენმდივნის მოადგილე ტაჰირ ჰაირულოევმა, CSTO-ს ცენტრალური აზიის რეგიონის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სწავლებაში დაახლოებით 1000 სამხედრო და 300-ზე მეტი სამხედრო და სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამასთან რუსული კონტინგენტის ძირითად ნაწილს ცენტრალური სამხედრო ოლქის 201-ე ბაზის სამხედროები შეადგენენ.
მანევრების თემაა CSTO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განადგურება.