https://sputnik-georgia.com/20221016/vakis-parksi-dasavebuli-mozardi-klinikidan-gaweres-271382014.html
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს
Sputnik საქართველო
მოზარდი მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს. 16.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-16T17:14+0400
2022-10-16T17:14+0400
2022-10-16T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_0:69:3078:1800_1920x0_80_0_0_9f66aaa279b865ed5509b7d93a3f16a4.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოდან გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, ვისაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა.როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - „პირველი არხი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2d865ca65150a8934b2b1be1d096a05d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს
მოზარდი მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოდან გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, ვისაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.
სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.