ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდს, სავარაუდოდ, კლინიკიდან დღეს გაწერენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
13 წლის მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, დღეს გაეწერება საავადმყოფოდან, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ.
ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, ვისაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.
სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ლაზარე ლობჟანიძე ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
„უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავშირებული. გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, რომ სავარაუდოდ, აღარ იქნება საჭირო მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება და მისი მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად“, - განაცხადა ექიმმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0