სიტუაცია საქართველოს გზებზე: ქუთაისი-ლასდილის ტრასაზე მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerქვათაცვენა სვანეთის გზებზე
ქვათაცვენა სვანეთის გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
გზის გახსნა ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გზის გახსნა ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვირას დილით ქვისცვენის გამო აიკრძალა.
ყველა ახალი ამბავი
0