ქართველ ალპინისტებს სარაგრარის დალაშქვრისთვის „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ

© AFP 2024 / Pemba Dorje Sherpaალპინისტები ნეპალში ევერესტის დალაშქვრისას
ალპინისტები ნეპალში ევერესტის დალაშქვრისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
მთამსვლელების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში 18-20 ნოემბერს გაიმართება
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სამ ქართველ მთამსვლელს - ბაქარ გელაშვილს, არჩილ ბადრიაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს - პაკისტანში მდებარე მწვერვალ სარაგრარის (7300 მ) დალაშქვრისთვის მსოფლიო ალპინიზმში ერთგვარი „ოსკარი“ - „ოქროს წერაყინი 2022“ (Piolet d'Orза) გადაეცათ. ინფორმაცია პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქართველმა მთამსვლელებმა აღნიშნული მწვერვალი 2021 წელს დაიპყრეს.
„ოქროს წერაყინი“ - ეს არის საერთაშორისო პრემია ალპინიზმში გამოჩენილი მიღწევებისთვის, რომელსაც ყოველწლიურად ფრანგული ჟურნალი Montagnes და The Groupe de Haute Montagne 1992 წლიდან გადასცემს.
ნომინანტებს ალპინისტური სეზონის შედეგების მიხედვით ჟურნალები GHM და Montagnes არჩევენ. შემდეგ სპეციალური ჟიური განიხილავს ნომიმანტების მიერ შესრულებულ ლაშქრობებს და გადასცემს მათ უმაღლეს ჯილდოს.
მთამსვლელების დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში 18-20 ნოემბერს გაიმართება. ეს ჯილდო ყველაზე პრესტიჟულია ალპინიზმის სამყაროში.
ყველა ახალი ამბავი
0