პასპორტი ინვესტიციების სანაცვლოდ - სომხეთში მოქალაქეობის მიღების წესი იცვლება

© photo: Sputnik / Aram Nersesyanკენჭისყრა რუსეთის საელჩოში სომხეთში
კენჭისყრა რუსეთის საელჩოში სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
სომხეთის პასპორტის მიღებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკისა და სამეცნიერო სფეროს განვითარებაში, სომხური კულტურის პოპულარიზაციაში.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთში უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი წარადგინეს.
ერთიანი სამართლებრივი ოქმების e-draft.am-ის პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პასპორტის მიღებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკისა და სამეცნიერო სფეროს განვითარებაში, სომხური კულტურის პოპულარიზაციაში, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
კერძოდ, მოქალაქეობას მიიღებენ ის ინვესტორები, ვინც მზად არის ქვეყანაში განახორციელოს მინიმუმ 150 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია ანდა იგივე რაოდენობის თანხა განათლებისა თუ მეცნიერების სფეროში საქმიანობას უსასყიდლოდ მოახმაროს.
სომხურ პასპორტს ასევე მიიღებს პირი, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს. წახალისებულია 1 მილიონი დოლარის ან მეტი კაპიტალიზაციის მქონე რამდენიმე კომპანიის შექმნა, მათ შორის IT სფეროში, ასევე 80 მილიონი დოლარის ვენჩურული ფონდის შექმნა. ასევე მეორე ვარიანტია უკვე არსებულ კომპანიებში ინვესტირება.
გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება მაღალტექნოლოგიური და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებში, რომლებიც წარმოდგენილია ნიუ-იორკის, ფრანკფურტის ან ლონდონის საფონდო ბირჟებზე. ასევე მათ, ვინც მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ან თანამშრომლობდა საერთაშორისო საფოსტო სტრუქტურებთან ან მზად არის მინიმუმ 250 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აღნიშნულ სფეროში.
რაც შეეხება მეცნიერებას, სპორტს, კულტურას და ხელოვნებას, აქ აუცილებელია სამეცნიერო ან სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, აკადემიური ხარისხი. წახალისებულია პატენტები გამოგონებაზე, სახელმწიფო ჯილდოები ან საპატიო წოდებები მეცნიერების დარგში.
ამავდროულად, სომხეთის მოქალაქე შეიძლება გახდეს სამეცნიერო ინფორმაციის ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სულ მცირე ხუთი სამეცნიერო სტატიის ავტორი ან თანაავტორი. ასევე პირები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სომხური კულტურის გავრცელებასა და განვითარებაში, რომლებიც ეწევიან სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას, აქვთ საერთაშორისო აღიარება და მზად არიან წვლილი შეიტანონ სომხური კულტურის გაძლიერებასა და პოპულარიზაციაში მსოფლიოში.
ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანია ასოცირებული პროფესორის, პროფესორის აკადემიური წოდება, სახელმწიფო ჯილდოები ან მედლები რეგიონში აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის, სომხეთში ან ყარაბაღში საომარი მდგომარეობის პირობებში სამედიცინო დახმარების გაწევის მზადყოფნა.
გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კენჭისყრის ეტაპზეა და ძალაში მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში განხილვისა და დამტკიცების შემდეგ შევა.
ყველა ახალი ამბავი
0