მსოფლიო პრემიერა თბილისში: ნინო ხარატიშვილი წარადგენს სპექტაკლს „ფედრა ცეცხლის ალში“

© courtesy of Royal District Theatre„ფედრა ცეცხლის ალში: სამეფო უბნის თეატრის აფიშა
„ფედრა ცეცხლის ალში: სამეფო უბნის თეატრის აფიშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების შესახებ მოგვითხრობს.
თბილისი, 16 ოქტომბერი– Sputnik. „ფედრა ცეცხლის ალში“ - ცნობილი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა 28-30 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება.
ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით.
„თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება“, - ნათქვამია პრემიერის ანონსში.
ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.
სპექტაკლში თამაშობენ: ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ზაალ ჩიქობავა, ნატუკა კახიძე, ანანო მახარაძე, გაგა შიშინაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0