ნოემბერში თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის კინოთეატრში
თბილისის კინოთეატრში - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევები.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. მეხუთე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი TIAF 2022 (Tbilisi International Animation Festival) კინოთეატრ „ამირანში“ 2-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენა, ანიმაციის მხატვრული სფეროს პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
© courtesy of Georgian National Film Centerქართული ანიმაციური ფილმი „დაისი“
Грузинский анимационный фильм Закат - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
ქართული ანიმაციური ფილმი „დაისი“
ღონისძიება მოიცავს ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებს, შეხვედრებს კინორეჟისორებთან და გამოფენებს. ფესტივალის მთავარი სამიზნე აუდიტორია მოზარდები და ახალგაზრდები არიან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა მთელი მსოფლიოდან, ასევე თემატური პროგრამები. ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0