https://sputnik-georgia.com/20221016/kvaracxelias-sagole-pasma-napolis-gamarjveba-moutana-271385943.html
ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასმა „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა
ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასმა „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ში 26 ქულით ლიდერობს. 16.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-16T23:17+0400
2022-10-16T23:17+0400
2022-10-17T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/04/270067775_0:122:1024:698_1920x0_80_0_0_c515ae40304d337397ed84dd42f9ea29.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. იტალიის „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ფანებმა კვარადონა უწოდეს, საგოლე პასის ავტორი გახდა, რომელმაც სპალეტის შეგირდებს „ბოლონიასთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა.დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საშინაო მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ზირკზეეს გოლის შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო მხოლოდ პირველი ტაიმის დასასრულს, ჟეზუსის საპასუხო გოლის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა კვარაცხელიას დარტყმა კარში. „ნაპოლი“ შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდა.მეორე ტაიმის დასაწყისში „ნაპოლი“ ირვინგ ლოსანოს გოლის შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ ცოტა ხნით. რამდენიმე წუთში მუსა ბაროუმ ანგარიში ისევ გაათანაბრა – 2:2.აქ კი ნეაპოლელები ქართველი ნახევარმცველის ზუსტმა პასმა გადაარჩინა. 69-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი შენიშნა და ზუსტი პასი მისცა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ანგარიში 3:2 გახდა.კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ შანსი ტაიმის ბოლოს პეტრ ზელინსკისაც ჰქონდა. მაგრამ პოლონელ ფეხბურთელს სიზუსტემ უმტყუნა.ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ში 26 ქულით ლიდერობს. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ 23 ოქტომბერს გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/04/270067775_0:116:820:731_1920x0_80_0_0_7738d052710365114341d7dbb346483b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასმა „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა
23:17 16.10.2022 (განახლებულია: 13:55 17.10.2022) ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ში 26 ქულით ლიდერობს.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. იტალიის „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ფანებმა კვარადონა უწოდეს, საგოლე პასის ავტორი გახდა, რომელმაც სპალეტის შეგირდებს „ბოლონიასთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა.
დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საშინაო მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ზირკზეეს გოლის შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო მხოლოდ პირველი ტაიმის დასასრულს, ჟეზუსის საპასუხო გოლის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა კვარაცხელიას დარტყმა კარში. „ნაპოლი“ შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ნაპოლი“ ირვინგ ლოსანოს გოლის შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ ცოტა ხნით. რამდენიმე წუთში მუსა ბაროუმ ანგარიში ისევ გაათანაბრა – 2:2.
აქ კი ნეაპოლელები ქართველი ნახევარმცველის ზუსტმა პასმა გადაარჩინა. 69-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი შენიშნა და ზუსტი პასი მისცა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ანგარიში 3:2 გახდა.
კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ შანსი ტაიმის ბოლოს პეტრ ზელინსკისაც ჰქონდა. მაგრამ პოლონელ ფეხბურთელს სიზუსტემ უმტყუნა.
ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ში 26 ქულით ლიდერობს. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ 23 ოქტომბერს გამართავს.