ინფორმაცია მძღოლებისთვის: სვანეთის გზაზე ქვისცვენაა

© photo: Sputnik / Stringerმესტიისკენ მიმავალ გზაზე
მესტიისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაძლიერებული ქვისცვენის გამო აიკრძალა. შეზღუდვები შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ მოიხსნება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0