ენერგოომბუდსმენი: გაზის გამათბობლები სიცივის დადგომამდე შეამოწმეთ

© photo: Sputnik / Stringerგამათბობლები ელიავას ბაზრობაზე
გამათბობლები ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
არასწორად დაყენებული გაზის გამათბობლები მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემად რჩება, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდა, განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, გაზის გამათბობლების ტექნიკური მდგომარეობა სიცივის დადგომამდე შეამოწმონ.
გაზის გაჟონვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში აქტუალური ხდება ცივი ამინდის დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა გაზის გამათბობლების გამოყენებას იწყებს. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში აფეთქებებებისა და მსხვერპლის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
„ცივი სეზონის დადგომისთანავე ყველამ უნდა შეამოწმოს თავისი გამათბობელი მის ჩართვამდე. საფრთხე არის მრავალი. ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისი თქმით, არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლები ქვეყნის მასშტაბით პრობლემად რჩება, თუმცა მათი რაოდენობა შემცირებულია.
ენერგოომბუდსმენმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს, რომ გაზზე მომუშავე დანადგარების შემოწმება უფასოა.
ყველა ახალი ამბავი
0