საქართველოს პრეზიდენტი ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
სალომე ზურაბიშვილი ფსიქიატრთა საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
საქართველოში მთავარ პრობლემად რჩება ფსიქიკური დაავადებების სტიგმატიზაცია, და ქვეყნისთვის აუცილებელია თანამედროვე მიდგომა მედიცინის ამ მიმართულებაში, განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ძალადობა, დაძაბულობა და ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებში მთავარი პრობლემაა როგორც მთელი მსოფლიოს, ისე საქართველოსთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესისადმი მიმართვაში.
კონგრესი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში ფსიქიკური აშლილობის პრობლემებს ეძღვნება, თბილისში ხუთშაბათს გაიხსნა. კონგრესის ფარგლებში მისი მონაწილეები იმსჯელებენ როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ისე მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე.
„რეალურად, ჩვენ დღეს ვდგავართ ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევის წინაშე. რა თქმა უნდა, ახსენეთ კოვიდი და ის, თუ როგორ ვცხოვრობდით ყველა ამ პერიოდის განმავლობაში – იზოლაცია, დანაკარგი, სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება, უფრო რთულიც კი იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ტრადიციებს – სიკვდილის დროს ოჯახთან ერთად ყოფნის ყველა ტრადიციას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში მთავარ პრობლემად რჩება ფსიქიკური დაავადებების სტიგმატიზაცია და ქვეყანას მედიცინის ამ მიმართულებით აუცილებლად სჭირდება თანამედროვე დამოკიდებულება.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, საზოგადოებისა და მედიცინის რეაქციას საჭიროებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ქალისთვის, დედისთვის და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელშიც ჩვენ, ყველა ვცხოვრობთ – ეს არის ახალგაზრების მიერ ნარკოტიკების, ბიოან სხვა ქიმიური პრეპარატების მზარდი გამოყენება. ვსაუბრობ საქართველოსთვის და საჯარო სექტორისთვის, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ოჯახებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას ნათლად დაანახოს რისკები, რომლებიც დგას ამ „გასართობი“ ნარკოტიკების გამოყენებისას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან მოუწოდა კონგრესის მონაწილეებს, ყურადღება მიაქციონ მის მიერ წამოყენებულ პრობლემებს და გამოთქვა იმედი, რომ კონგრესის მუშაობა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიების მხრივ პროდუქტიული იქნება.
მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნების ფსიქიატრთა ასოციაციებს. ასოციაციის კორპორატიული წევრია 138 ეროვნული ფსიქიატრიული საზოგადოება, რომლებიც წარმოადგენს 118 ქვეყნის 200 ათასზე მეტ ფსიქიატრს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0