https://sputnik-georgia.com/20221015/vakis-parksi-sadrevanze-eqspertiza-samxaraulis-biurosi-ar-catarebula-271365565.html
ვაკის პარკის შადრევანზე ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში არ ჩატარებულა
ვაკის პარკის შადრევანზე ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში არ ჩატარებულა
Sputnik საქართველო
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 15.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-15T21:51+0400
2022-10-15T21:51+0400
2022-10-15T21:51+0400
საქართველო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536479_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6cc2a831765dfa74857969facbf45507.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა, ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.როგორც ბიუროში აცხადებენ, ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი და გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536479_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9ec8faa6c318a037da675b411ce5b85c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ვაკის პარკის შადრევანზე ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში არ ჩატარებულა
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა, ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
როგორც ბიუროში აცხადებენ, ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
„ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი და გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.