„სუხიშვილები“ გასტროლებზე ევროპაში მიემგზავრებიან

© courtesy of Sukhishvilebiსაქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
გასტროლებზე „სუხიშვილები" ტრადიციულად წარადგენენ ანსამბლის კლასიკური პროგრამის საუკეთესო ნიმუშებს
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კონცერტებს პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გამართავს, ნათქვამია ანსამბლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოქტომბერში ცნობილი ქართული ანსამბლის შემოქმედებას იხილავენ და დააფასებენ პოლონეთის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ოსტრუვ-ველკოპოლსკი, ოლშტინი, ბელხატუვი, ლუბლინი, კრაკოვი, ვროცლავი, ზგოჟელეცი, ვალბჟიხი და კატოვიცე. შემდგომ „სუხიშვილები" ჩეხეთის ქალაქებში - ჰრადეც-კრალოვეში, ოსტრავასა და პრაღაში იცეკვებენ.
© courtesy of Sukhishvilebiსაქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
Национальный балет Грузии Сухишвили - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
ნოემბერში ქართველი მოცეკვავეების კონცერტები გაიმართება გერმანიაში - მაგდებურგში, ბერლინში, ჰანოვერში, ბრემენში, მაინის ფრანკფურტში, ბონში, ნიურნბერგში, კარლსრუეში, შტუტგარტში, დუისბურგში, დიუსელდორფში, ხოლო ავსტრიაში - ვენაში, ზალცბურგსა და კლაგენფურტში.
ტური დასრულდება გამოსვლებით სტრასბურგსა და პარიზში (საფრანგეთი), ბოლოს კი კონცერტით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
© Facebook / Sukhishvilebiსაქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
Выступление Национального грузинского балета Сухишвили на Международном фестивале балета в Бодруме - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0