https://sputnik-georgia.com/20221015/seiararebis-mimoxilva-271381038.html
მიმოხილვა: აშშ-ისა და ნატოს საჰაერო თავდაცვის უსისტემო საფუძვლები
მიმოხილვა: აშშ-ისა და ნატოს საჰაერო თავდაცვის უსისტემო საფუძვლები
Sputnik საქართველო
პანევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის განზრახვის პროტოკოლი, რომელსაც ხელს აწერენ ნატოს თოთხმეტი ქვეყანა და ფინეთი რუსული სპეცოპერაციის ფონზე, ასახავს... 15.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-15T16:19+0400
2022-10-15T16:19+0400
2022-10-16T16:19+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0f/271352641_653:0:2197:868_1920x0_80_0_0_01bce9299f76c7e951d885d58eefa266.jpg
პანევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის განზრახვის პროტოკოლი, რომელსაც ხელს აწერენ ნატოს თოთხმეტი ქვეყანა და ფინეთი რუსული სპეცოპერაციის ფონზე, ასახავს დასავლეთის პანიკას და ტექნოლოგიურ დეგრადაციას. პროექტი განწირულია მარცხისთვის, ვინაიდან "მშენებლებს" არ აქვთ "აგური" - მართლაც თანამედროვე და ეფექტური საზენიტო სარაკეტო სისტემები და კომპლექსები.ბერლინის ინიციატივით, თხუთმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ (ბელგიამ, ბრიტანეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთმა) 13 ოქტომბერს ხელი მოაწერეს განზრახვათა ოქმს საჰაერო თავდაცვის პანევროპული სისტემის შექმნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ გუშინდლამდე ძველ სამყაროს არ გააჩნდა ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა და არსებული ეროვნული თუ ჩრდილოატლანტიკური „ფრაგმენტები“ არაეფექტური აღმოჩნდა.სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში ევროპელი ლიდერების — საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთის ლიდერების ხელმოწერების არარსებობა პროტოკოლში — ეს პროექტის უოერსპექტვობის პირდაპირი დასტურია. ევროკავშირის კომპეტენტურმა ლიდერებმა კარგად იციან, რომ შეუძლებელია რთული და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა შამანისტური რიტუალებისა და რიტუალური ცეკვების მეშვეობით (ბრიუსელში). უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მრავალწლიანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარება, მრავალმილიარდიანი ევროპული ინვესტიციები და აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ზეწოლის შემცირება.მანამდე ევროკომისიის ექსპერტებმა ევროკავშირის რეალური სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალი ამერიკულის 1/10-ით შეაფასეს. ვაშინგტონს ეს სავსებით აწყობს. ამერიკული იარაღის მიყიდვამ მოკავშირეებსა და პარტნიორებზე 2022 წელს 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც შესამჩნევი ნახტომია შარშანდელ 35 მილიარდთან შედარებით. აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „გამონაკლისმა“ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ვერ შეძლო შეექმნა საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემა მატერიკული ტერიტორიის დასაცავად შეერთებული შტატებში.აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პენტაგონის კოსმოსურ და სახმელეთო რადარებს არ შეუძლიათ რუსული და ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტების აღმოჩენა - ფრენის დაწყებიდან ფრენის ბოლომდე. გარდა ამისა, ვაშინგტონში აშშ-ის არმიის ასოციაციის კონფერენციაზე ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის მეთაურმა გლენ ვანჰერკემ გულწრფელად თქვა 11 ოქტომბერს, რომ ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემას არ შეუძლია აღმოაჩინოს და მოგერიოს დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტები — მხედველობაში მას რუსული ზეზუსტი X -101 ჰქონდა. თუ მაღალტექნოლოგიური ამერიკული კომპანიები, რომელთა საერთო „წონა“ 158 მილიარდ დოლარზე მეტია (Lockheed Martin, Raytheon, Northrop Grumman, Boeing, General Dynamics, United Technologies Corporation, L-3 Communications, Huntington Ingalls, Honeywell, Textron), მაშინ ევროპელმა მოკავშირეებმა (კონკურენტებმა) თავიანთი Sky Shield-ით არც კი უნდა იმტვრიონ თავი.დეგრადაციის საზღვრებინატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ 13 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებს მიმართა: „ახალი საშუალებები, რომლებიც სრულად თავსებადია და შეუფერხებლად ინტეგრირებულია ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს უნარს, დავიცვათ ალიანსი ყველა საჰაერო და სარაკეტო საფრთხისგან“. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა ინიციატივის „ჩაწერის“ აუცილებლობა ალიანსის ქვეყნების საჰაერო თავდაცვაში „ხარვეზებით“ ახსნა.ჰიპერბგერითი სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მსოფლიო ლიდერებისგან (რუსეთი და ჩინეთი) ჩამორჩენილი ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი კვლავ წინააღმდეგობას სწევს, დაწევას ცდილობს. მაგრამ საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტს“, რომელიც ექსპლუატაციაში 40 წლის წინ შევიდა, კიდევ ერთი განახლება კი არა, ფუნდამენტური ჩანაცვლება ესაჭიროება ტექნოლოგიურად უფრო მოწინავე კომპლექსით.რეალურ საბრძოლო ვითარებაში „პატრიოტის“ ეფექტურობა ორჯერ დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიგონის შედეგები: სამიზნეზე დარტყმის ალბათობა მხოლოდ 40%-ია. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის უკან იმპორტიორების რიგები მხოლოდ ამერიკული მარკეტინგის მახასიათებელია. ასეთი „აგურისგან“ ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის აგება შეუძლებელია.ერთიანი ევროპული საჰაერო თავდაცვის შექმნის პრობლემა არა იმდენად საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობაშია, რამდენადაც მათ მახასიათებლებში. ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამ სექტორში ტექნოლოგიურად უიმედოა. ამის დასტურია "საუკეთესო" ევროპული (ნატო) საშუალო დისტანციური საზენიტო სარაკეტო სისტემები IRIS-T და NASAMS (შესაბამისად, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ წარმოებული), რომლებიც არ ბრწყინავდნენ უკრაინის თეატრში თანამედროვე რუსული ფრთოსნების წინააღმდეგ ბრძოლაში.გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა: „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველაზე თანამედროვე სისტემა IRIS-T გერმანიიდან უკრაინაში უკვე ჩავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა ჰაერიდან თავდასხმის მოსაგერიებლად“. მაგრამ არ განმარტა, თუ რატომ იყიდება ასეთი შესანიშნა ვი სისტემები ეგვიპტეზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, საუდის არაბეთზე, მაგრამ არ შედის ბუნდესვერის შეიარაღებაში. IRIS-T-ს შემქმნელების შეფასებით, სრულ მსაბრძოლო მზადყოფნაში ის მხოლოდ 2023 წელს იქნება.აშკარაა, რომ გერმანიას კომპლექსისი მკაცრ საომარ პირობებში გამოცდა სურს, ხოლო კრისტინა ლამბრეხტი მწარმოებელი ფირმა Diehl Defence-ს პიარკამპანიაში მონაწილეობს.სპეციალისტების აზრით, IRIS-T რთული, კაპრიზული და ძვირადღირებული ტექნიკაა, რომელიც საინტერესოა მხოლოდ „ჰაერი-ჯაერი“ ტიპის რაკეტების ადაპტაციის გამოცდილებით. IRIS-T-ს არ აქვს თანამედროვე რუსული რაკეტების უმეტესობის ჩაჭერის უნარი.მანამდე კიევის რეჟიმმა ნორვეგიული NASAMS-ები მიიღო. ვაშინგტონი წლის ბოლომდე კიდევ ორი ასეთი კომპლექსის გაგზავნას გეგმავს უკრაინისთვის, მერე კიდევ ექვსისა.ამერიკელებმა ხაზი გაუსვეს, რომ NASAMS-ები თეთრი სახლის თავზე ცას იცავენ. მაგრამ 10 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ აჩვენა, რომ NASAMS-ი საიმედო სისტემა არ არის. თეთრი სახლი საფრთხეშია და ეს პენტაგონისთვის საიდუმლო არაა.თუ ევროპულ ქვეყნებს ინდივიდუალურად არ აქვთ მაღალტექნოლოგიური და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩაჭერა შეუძლიათ, ერთად შეკრიბილებიც ვერ შექმნიან ვერაფერ ხარისხობრივად ახალსა და სრულყოფილს. ამერიკელები კი არ დაეხმარებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ უკრაინაში MIM-23 HAWK-ების „მოწყობა“, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. ვისთვის ომია და ვის სარფიანი ვაჭრობა სამხედრო ანტიკვარიატით.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0f/271352641_68:0:2003:1451_1920x0_80_0_0_955dd1ffb0bf2529b86aabb46aef9cb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პანევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის განზრახვის პროტოკოლი, რომელსაც ხელს აწერენ ნატოს თოთხმეტი ქვეყანა და ფინეთი რუსული სპეცოპერაციის ფონზე, ასახავს დასავლეთის პანიკას და ტექნოლოგიურ დეგრადაციას. პროექტი განწირულია მარცხისთვის, ვინაიდან "მშენებლებს" არ აქვთ "აგური" - მართლაც თანამედროვე და ეფექტური საზენიტო სარაკეტო სისტემები და კომპლექსები.
ბერლინის ინიციატივით, თხუთმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ (ბელგიამ, ბრიტანეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთმა) 13 ოქტომბერს ხელი მოაწერეს განზრახვათა ოქმს საჰაერო თავდაცვის პანევროპული სისტემის შექმნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ გუშინდლამდე ძველ სამყაროს არ გააჩნდა ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა და არსებული ეროვნული თუ ჩრდილოატლანტიკური „ფრაგმენტები“ არაეფექტური აღმოჩნდა.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში ევროპელი ლიდერების — საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთის ლიდერების ხელმოწერების არარსებობა პროტოკოლში — ეს პროექტის უოერსპექტვობის პირდაპირი დასტურია. ევროკავშირის კომპეტენტურმა ლიდერებმა კარგად იციან, რომ შეუძლებელია რთული და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა შამანისტური რიტუალებისა და რიტუალური ცეკვების მეშვეობით (ბრიუსელში). უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მრავალწლიანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარება, მრავალმილიარდიანი ევროპული ინვესტიციები და აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ზეწოლის შემცირება.
მანამდე ევროკომისიის ექსპერტებმა ევროკავშირის რეალური სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალი ამერიკულის 1/10-ით შეაფასეს. ვაშინგტონს ეს სავსებით აწყობს. ამერიკული იარაღის მიყიდვამ მოკავშირეებსა და პარტნიორებზე 2022 წელს 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც შესამჩნევი ნახტომია შარშანდელ 35 მილიარდთან შედარებით. აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „გამონაკლისმა“ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ვერ შეძლო შეექმნა საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემა მატერიკული ტერიტორიის დასაცავად შეერთებული შტატებში.
აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პენტაგონის კოსმოსურ და სახმელეთო რადარებს არ შეუძლიათ რუსული და ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტების აღმოჩენა - ფრენის დაწყებიდან ფრენის ბოლომდე. გარდა ამისა, ვაშინგტონში აშშ-ის არმიის ასოციაციის კონფერენციაზე ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის მეთაურმა გლენ ვანჰერკემ გულწრფელად თქვა 11 ოქტომბერს, რომ ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემას არ შეუძლია აღმოაჩინოს და მოგერიოს დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტები — მხედველობაში მას რუსული ზეზუსტი X -101 ჰქონდა. თუ მაღალტექნოლოგიური ამერიკული კომპანიები, რომელთა საერთო „წონა“ 158 მილიარდ დოლარზე მეტია (Lockheed Martin, Raytheon, Northrop Grumman, Boeing, General Dynamics, United Technologies Corporation, L-3 Communications, Huntington Ingalls, Honeywell, Textron), მაშინ ევროპელმა მოკავშირეებმა (კონკურენტებმა) თავიანთი Sky Shield-ით არც კი უნდა იმტვრიონ თავი.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ 13 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებს მიმართა: „ახალი საშუალებები, რომლებიც სრულად თავსებადია და შეუფერხებლად ინტეგრირებულია ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს უნარს, დავიცვათ ალიანსი ყველა საჰაერო და სარაკეტო საფრთხისგან“. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა ინიციატივის „ჩაწერის“ აუცილებლობა ალიანსის ქვეყნების საჰაერო თავდაცვაში „ხარვეზებით“ ახსნა.
ჰიპერბგერითი სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მსოფლიო ლიდერებისგან (რუსეთი და ჩინეთი) ჩამორჩენილი ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი კვლავ წინააღმდეგობას სწევს, დაწევას ცდილობს. მაგრამ საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტს“, რომელიც ექსპლუატაციაში 40 წლის წინ შევიდა, კიდევ ერთი განახლება კი არა, ფუნდამენტური ჩანაცვლება ესაჭიროება ტექნოლოგიურად უფრო მოწინავე კომპლექსით.
რეალურ საბრძოლო ვითარებაში „პატრიოტის“ ეფექტურობა ორჯერ დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიგონის შედეგები: სამიზნეზე დარტყმის ალბათობა მხოლოდ 40%-ია. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის უკან იმპორტიორების რიგები მხოლოდ ამერიკული მარკეტინგის მახასიათებელია. ასეთი „აგურისგან“ ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის აგება შეუძლებელია.
ერთიანი ევროპული საჰაერო თავდაცვის შექმნის პრობლემა არა იმდენად საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობაშია, რამდენადაც მათ მახასიათებლებში. ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამ სექტორში ტექნოლოგიურად უიმედოა. ამის დასტურია "საუკეთესო" ევროპული (ნატო) საშუალო დისტანციური საზენიტო სარაკეტო სისტემები IRIS-T და NASAMS (შესაბამისად, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ წარმოებული), რომლებიც არ ბრწყინავდნენ უკრაინის თეატრში თანამედროვე რუსული ფრთოსნების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა: „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველაზე თანამედროვე სისტემა IRIS-T გერმანიიდან უკრაინაში უკვე ჩავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა ჰაერიდან თავდასხმის მოსაგერიებლად“. მაგრამ არ განმარტა, თუ რატომ იყიდება ასეთი შესანიშნა ვი სისტემები ეგვიპტეზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, საუდის არაბეთზე, მაგრამ არ შედის ბუნდესვერის შეიარაღებაში. IRIS-T-ს შემქმნელების შეფასებით, სრულ მსაბრძოლო მზადყოფნაში ის მხოლოდ 2023 წელს იქნება.
აშკარაა, რომ გერმანიას კომპლექსისი მკაცრ საომარ პირობებში გამოცდა სურს, ხოლო კრისტინა ლამბრეხტი მწარმოებელი ფირმა Diehl Defence-ს პიარკამპანიაში მონაწილეობს.
სპეციალისტების აზრით, IRIS-T რთული, კაპრიზული და ძვირადღირებული ტექნიკაა, რომელიც საინტერესოა მხოლოდ „ჰაერი-ჯაერი“ ტიპის რაკეტების ადაპტაციის გამოცდილებით. IRIS-T-ს არ აქვს თანამედროვე რუსული რაკეტების უმეტესობის ჩაჭერის უნარი.
მანამდე კიევის რეჟიმმა ნორვეგიული NASAMS-ები მიიღო. ვაშინგტონი წლის ბოლომდე კიდევ ორი ასეთი კომპლექსის გაგზავნას გეგმავს უკრაინისთვის, მერე კიდევ ექვსისა.ამერიკელებმა ხაზი გაუსვეს, რომ NASAMS-ები თეთრი სახლის თავზე ცას იცავენ. მაგრამ 10 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო შეტევამ აჩვენა, რომ NASAMS-ი საიმედო სისტემა არ არის. თეთრი სახლი საფრთხეშია და ეს პენტაგონისთვის საიდუმლო არაა.
თუ ევროპულ ქვეყნებს ინდივიდუალურად არ აქვთ მაღალტექნოლოგიური და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩაჭერა შეუძლიათ, ერთად შეკრიბილებიც ვერ შექმნიან ვერაფერ ხარისხობრივად ახალსა და სრულყოფილს. ამერიკელები კი არ დაეხმარებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ უკრაინაში MIM-23 HAWK-ების „მოწყობა“, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. ვისთვის ომია და ვის სარფიანი ვაჭრობა სამხედრო ანტიკვარიატით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე