საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
ექსპორტმა 4 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – 37,4%–ზე მეტი, ვიდრე 2021 წლის იანვარ–სექტემბერში.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარ–სექტემბერში 35,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 13,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 9,5 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარ–სექტემბერის მაჩვენებელზე 34,4%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო ბრუნვა, 2022 წლის იანვარი–სექტემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

4.097,0

37,4

იმპორტი

9.515,0

34,4

სულ

13.612,0

35,3

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 4 მლრდდოლარზე მეტი. ეს გასული წლის ამავე პერიოდისმაჩვენებელზე37,4%-ით მეტია და დაახლოებით498%-ით მეტი პანდემიამდელ– 2019 წლის მაჩვენებელზე.
2022 წლის პირველ ცხრა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32,2%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს 25,6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად). გასულ წელს სულ ექსპორტზე გაიტანეს 4,2 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის მონაცემზე 26,9%-ით მეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0