https://sputnik-georgia.com/20221015/gift-saqartvelosi-xelovnebis-saertasoriso-festivalis-saiubileo-sezoni-gaixsna-271364005.html
GIFT: საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა
GIFT: საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა
Sputnik საქართველო
წელს ფესტივალი ეძღვნება თეატრისა და კინოს ცნობილ ინგლისელ რეჟისორს - პიტერ ბრუკს 15.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-15T19:13+0400
2022-10-15T19:13+0400
2022-10-15T19:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271243417_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_181e1977545d8085a3958533d4546e78.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" (GIFT), რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ქვეყნის დასები მიიღებენ, თბილისში 15 ოქტომბერს გაიხსნა და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.წელს ფესტივალი ეძღვნება თეატრისა და კინოს ცნობილ ინგლისელ რეჟისორს - პიტერ სტივენ პოლ ბრუკს (Peter Stephen Paul Brook).ეს იქნება ფესტივალის საიუბილეო, რიგით 25-ე სეზონი, რომელიც ტრადიციულად წარუდგენს თავის ერთგულ მაყურებლებს, ხელოვნების მოღვაწეებსა და კრიტიკოსებს უახლოესი თეატრალური მოვლენების საინტერესო პანორამას.2022 წელს Gift-მა ფოკუს-ქვეყანად საბერძნეთი აირჩია. „ბერძნული ფოკუსის“ ფარგლებში ფესტივალზე იქნება ნაჩვენები წამყვანი მსოფლიო რეჟისორების დადგმები, გაიმართება ვორკშოპები, ლექციები, მასტერ-კლასები და სპეციალურად დადგნული წარმოდგენები.ყველა ღონისძიება გაიმართება ფესტივალის მასპინძელ თეატრებში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე.წელს ფესტივალი სამ ბერძენ არტისტს მასპინძლობს. პირველი არის რეჟისორი, მასწავლებელი, თეატრის თეორიის წიგნების ავტორი, თეატრალური ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, კორინთოში ანტიკური დრამის საერთაშორისო კრების და თეატრალური ჯგუფ ATTIS-ის დამფუძნებელი თეოდორ ტერზოპულოსი.მეორე სტუმარი გამოჩენილი ბერძენი მწერალი დიმიტრი დიმიტრიადია. კრიტიკოსების აზრით, დიმიტრიადი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი დრამატურგი ამჟამად მოღვაწე მწერლებს შორის, რასაც ადასტურებს უახლესი სტატისტიკა: მისი ნამუშევრების კოლექციები ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაყიდვების მხრივ მე-3 ადგილზეა.ქართული პრემიერა მისი ნაწარმოების „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ ფესტივალზე შედგება მსახიობ ზურაბ ყიფშიძის მონაწილეობით (მონოდრამის რეჟისორი - ქეთი დოლიძე). პიესის ტექსტი ХХ საუკუნის ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რთული და მრავალფეროვანია.და ბოლოს, ფესტივალის მესამე სტუმარი - ავანგარდული ბერძნული თეატრის საკულტო მოღვაწე, ცნობილი ბერძენი რეჟისორი და ფესტივალ Gift-ის საერთაშორისო დირექტორი, მიხაილ მარმარინოსია. ის გაუძღვება საფესტივალო შეხვედრით „საუბრები თეატრზე".იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ფესტივალის 25-ე საიუბილეო სეზონზე მილანური თეატრალური დასი PROXIME RES წარმოადგენს იტალიური კომედიის დიდი რეფორმატორის, კარლო გოლდონის ცნობილ პიესას La Locandiera.აღსანიშნავია წლევანდელი ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამაც, რადგან „საჩუქარმა“ არსებობის 25 წლის განმავლობაში პირველად დააარსა სტუდენტური ფესტივალი FRINGE, რომელიც  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ქვეყნის საგანმანათლებლო და შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენად იქცევა.სტუდენტური ფესტივალი ახალგაზრდებს მისცემს შანსს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ითანამშრომლონ, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები. ამ პროგრამის ფარგლებში ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თბილისის კამერული თეატრის მისტერია „დონ კიხოტი ლამანჩელი“ (რეჟისორი – გიორგი აფხაზავა).მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.„საჩუქარი“ – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.„საჩუქარი“ თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2022
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
GIFT: საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა
წელს ფესტივალი ეძღვნება თეატრისა და კინოს ცნობილ ინგლისელ რეჟისორს - პიტერ ბრუკს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" (GIFT), რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ქვეყნის დასები მიიღებენ, თბილისში 15 ოქტომბერს გაიხსნა და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წელს ფესტივალი ეძღვნება თეატრისა და კინოს ცნობილ ინგლისელ რეჟისორს - პიტერ სტივენ პოლ ბრუკს (Peter Stephen Paul Brook).
ეს იქნება ფესტივალის საიუბილეო, რიგით 25-ე სეზონი, რომელიც ტრადიციულად წარუდგენს თავის ერთგულ მაყურებლებს, ხელოვნების მოღვაწეებსა და კრიტიკოსებს უახლოესი თეატრალური მოვლენების საინტერესო პანორამას.
2022 წელს Gift-მა ფოკუს-ქვეყანად საბერძნეთი აირჩია. „ბერძნული ფოკუსის“ ფარგლებში ფესტივალზე იქნება ნაჩვენები წამყვანი მსოფლიო რეჟისორების დადგმები, გაიმართება ვორკშოპები, ლექციები, მასტერ-კლასები და სპეციალურად დადგნული წარმოდგენები.
ყველა ღონისძიება გაიმართება ფესტივალის მასპინძელ თეატრებში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე.
წელს ფესტივალი სამ ბერძენ არტისტს მასპინძლობს. პირველი არის რეჟისორი, მასწავლებელი, თეატრის თეორიის წიგნების ავტორი, თეატრალური ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, კორინთოში ანტიკური დრამის საერთაშორისო კრების და თეატრალური ჯგუფ ATTIS-ის დამფუძნებელი თეოდორ ტერზოპულოსი.
მეორე სტუმარი გამოჩენილი ბერძენი მწერალი დიმიტრი დიმიტრიადია. კრიტიკოსების აზრით, დიმიტრიადი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი დრამატურგი ამჟამად მოღვაწე მწერლებს შორის, რასაც ადასტურებს უახლესი სტატისტიკა: მისი ნამუშევრების კოლექციები ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაყიდვების მხრივ მე-3 ადგილზეა.
ქართული პრემიერა მისი ნაწარმოების „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ ფესტივალზე შედგება მსახიობ ზურაბ ყიფშიძის მონაწილეობით (მონოდრამის რეჟისორი - ქეთი დოლიძე). პიესის ტექსტი ХХ საუკუნის ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რთული და მრავალფეროვანია.
და ბოლოს, ფესტივალის მესამე სტუმარი - ავანგარდული ბერძნული თეატრის საკულტო მოღვაწე, ცნობილი ბერძენი რეჟისორი და ფესტივალ Gift-ის საერთაშორისო დირექტორი, მიხაილ მარმარინოსია. ის გაუძღვება საფესტივალო შეხვედრით „საუბრები თეატრზე".
იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ფესტივალის 25-ე საიუბილეო სეზონზე მილანური თეატრალური დასი PROXIME RES წარმოადგენს იტალიური კომედიის დიდი რეფორმატორის, კარლო გოლდონის ცნობილ პიესას La Locandiera.
აღსანიშნავია წლევანდელი ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამაც, რადგან „საჩუქარმა“ არსებობის 25 წლის განმავლობაში პირველად დააარსა სტუდენტური ფესტივალი FRINGE, რომელიც  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ქვეყნის საგანმანათლებლო და შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენად იქცევა.
სტუდენტური ფესტივალი ახალგაზრდებს მისცემს შანსს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ითანამშრომლონ, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები. ამ პროგრამის ფარგლებში ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თბილისის კამერული თეატრის მისტერია „დონ კიხოტი ლამანჩელი“ (რეჟისორი – გიორგი აფხაზავა).
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
„საჩუქარი“ – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.
„საჩუქარი“ თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.