https://sputnik-georgia.com/20221015/eqimi-vakis-parksi-dasavebuli-mozardis-mdgomareobaze-271359749.html
რას ამბობს ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
რას ამბობს ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
13 წლის მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. 15.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-15T13:08+0400
2022-10-15T13:08+0400
2022-10-15T13:52+0400
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/01/247010188_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_e90bf9c183bf4b5c769a80497848adcc.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი– Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, მალე გაეწერება საავადმყოფოდან, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ.ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, რომელთაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ლაზარე ლობჟანიძე ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.მარინა ფირცხალავას თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მოზარდი თავისით სუნთქავს.მარინა ფირცხალავა ფიქრობს, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანა, ამ მონაცემებით საჭირო არ არის.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/01/247010188_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f48e6af3be657f034b22614bc73a5b63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
რას ამბობს ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
13:08 15.10.2022 (განახლებულია: 13:52 15.10.2022) 13 წლის მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.
თბილისი, 15 ოქტომბერი– Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, მალე გაეწერება საავადმყოფოდან, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ.
ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, რომელთაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.
სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ლაზარე ლობჟანიძე ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
მარინა ფირცხალავას თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მოზარდი თავისით სუნთქავს.
„კონტაქტში შემოდის კარგად, შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. რისკები მაინც საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ მალე გაეწერება. მონიტორინგი გრძელდება ინტენსიურ განყოფილებაში. ნევროლოგიურ სტატუსს ჯერ კიდევ სჭირდება დაკვირვება“, - განაცხადა ექიმმა.
მარინა ფირცხალავა ფიქრობს, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანა, ამ მონაცემებით საჭირო არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.