ვინ გადაარჩინა მოზარდები ვაკის პარკში? გმირის ვინაობა დადგენილია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
მამაკაცმა აღნიშნა, რომ ბავშვების დახმარებას მანამდე ცდილობდა, სადამდეც მისი ორგანიზმი დენის დარტმას უძლებდა.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ვაკის პარკში ორი მოზარდი გადაარჩინა ტრაგედიის დროს, კომპანია „ეკოსერვისის“ თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, მეზურნიშვილი ვაკის პარკის უფროსი მებაღეა.
ხუთშაბათს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.

„სამივე ბავშვი უგონოდ იყოს ჩაძირული წყალში. ორის გამოყვანა შევძელი, ვცდილობდი დახმარებას მანამდე, სანამ ორგანიზმმა გამიძლო. ხალხიც ბევრი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა და მერე იმათ განაგრძეს დახმარება. რომ წაიყვანეს, რაღაც იმედი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე გავიგე, რომ გოგონა დაიღუპა“, – განუცხადა მეზურნიშვილმა ჟურნალისტებს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0