მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Queen-მა ფრედი მერკურის მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გამოსცა - ვიდეო

© Photo: Freddie Mercury Solo / Youtubeფრედი მერკური
ფრედი მერკური - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Queen-მა მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Face It Alone გამოუშვა გარდაცვლილი ფრედი მერკურის შესრულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, სიმღერა, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „თაროზე იყო შემოდებული“, ახლა ყველა სტრიმინგულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
დრამერ როჯერ ტეილორის და გიტარისტ ბრაიან მეის თქმით, ფრედი მერკურის სიმღერა 1991 წელს იპოვეს, მაგრამ მერე მის შესახებ დაავიწყდათ.
მათი განმარტებით, Face It Alone 1988 წელს ჩაიწერა ალბომისთვის The Miracle, თუმცა შემდეგ აღარ შევიდა მასში და დავიწყებას მიეცა. ახლა ჯგუფი The Miracle-ს თავიდან გამოშვებას გეგმას, რომელშიც ნაპოვნი კომპოზიციაც შევა.
ყველა ახალი ამბავი
0