გვირაბები ქობულეთი-ბათუმის გზაზე რემონტის გამო დაიკეტება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგვირაბი რიკოთის უღელტეხილზე
გვირაბი რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
რემონტის პერიოდში ტრანსპორტი მეორე გვირაბით ორმხრივ რეჟიმში იმოძრავებს.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სენაკი–ფოთი–სარფის გზატკეცილის ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით ნაწილობრივ გადაიკეტება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, 17 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 20 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე – ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით გვირაბის გავლით.

ტრანსპორტი ამ პერიოდში იმოძრავებს ორმხრივ რეჟიმში მეორე გვირაბის გავლით.
სამუშაოების დამთავრების შემდეგ ორივე გვირაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0