https://sputnik-georgia.com/20221014/nino-gabunia-271347568.html
ფიქრი, როგორც ყველაზე ადამიანური თვისება და უშეცდომობა, როგორც ყველაზე დიდი შეცდომა
ფიქრი, როგორც ყველაზე ადამიანური თვისება და უშეცდომობა, როგორც ყველაზე დიდი შეცდომა
Sputnik საქართველო
ალბათ განსხვავებული იქნება ქართული ლიტერატურის გაკვეთილი, თუ მოსწავლეებს მას ნამდვილი პოეტი უტარებს. „ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ საგანი არ არის. ეს... 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T18:19+0400
2022-10-14T18:19+0400
2022-10-16T19:39+0400
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24696/27/246962768_64:65:942:559_1920x0_80_0_0_0bf38d32f6a77c93a9d7f88114854da5.jpg
ალბათ განსხვავებული იქნება ქართული ლიტერატურის გაკვეთილი, თუ მოსწავლეებს მას ნამდვილი პოეტი უტარებს. „ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ საგანი არ არის. ეს ფუნდამენტია, რაზეც ცოდნა უნდა დაშენდეს. ის ნებისმიერი სწავლის საძირკველია“ – ასე ფიქრობს ბაქსვუდის სკოლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, პოეტი ნინო გაბუნია.- ქალბატონო ნინო, დღეს ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამედროვე ბავშვები წიგნს ჩამოშორდნენ, ამ პრობლემის გადაჭრა რა გზითაა შესაძლებელი?- მართალია, გაჯეტების ეპოქაში დიდი პრობლემაა ბავშვებს წიგნის კითხვა შეაყვარო. მე მგონი, ეს უნდა გადაჭრას ქართული ლიტერატურის გაკვეთილებმა, რომელმაც ბავშვი ნამდვილ ლიტერატურასთან უნდა მიიყვანოს. თუმცა დანამდვილებით როგორ უნდა შევძლოთ ეს, მართლა არ ვიცი. პირადად მე ამ კითხვაზე პასუხს და ამ მიზნის მისაღწევ გზებს ყოველ გაკვეთილზე ვეძებ ხოლმე. ხშირად ყველაზე მეტად სკოლიდან სწორედ ქართულის მასწავლებლები გვამახსოვრდება, რადგან ამ საგნის გაკვეთილზე, თუ მას კარგი მასწავლებელი გიტარებს, ბავშვი ფიქრს სწავლობს. ფიქრი კი ადამიანის ყველაზე მთავარი, ადამიანური თვისებაა.- რამდენად კარგად იცნობთ ახალ თაობას და რამდენად კარგადაა მათზე მორგებული თანამედროვე სწავლების მეთოდები?- მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი შვილების თაობაა, ჩვენ კარგად არ ვიცნობთ მათ, რადგან ეს სრულიად ახალი ეპოქის - ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტის და უახლესი ტექნოლოგიების თაობაა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, შესაცვლელია სწავლების კონცეფცია. უნდა ვიფიქროთ, თუ რა და როგორ უნდა ვასწავლოთ მათ. ხელოვნურ ინტელექტს ფაქტების დამახსოვრებაში ვერ აჯობებს ადამიანი, მაგრამ ის ყოველთვის აჯობებს მას მეტაფორულ, აბსტრაქტულ, ანალიტიკურ და ფილოსოფიურ ფიქრში.- ამის გათვალისწინებით მასწავლებლის მთავარი დანიშნულება რა არის?- მე ხშირად ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ არ არსებობს ისეთი მასწავლებელი, ვინც აიძულებს მათ ლიტერატურის სიყვარულს. ადამიანს ვერ აიძულებ ისწავლოს, თუ მას არ სურს, მაგრამ შეგიძლია, რომ მოანდომო და შეაყვარო მას სწავლა. ესაა, ჩემი აზრით, მასწავლებლის მთავარი დანიშნულება. მასწავლებლობა ყველა პროფესიაზე უფრო ცოცხალი პროფესია მგონია, იმიტომ რომ შენც მოსწავლე ხარ, როცა ასწავლი.- პოეზია რაში გეხმარებათ?- პოეზიის სიყვარული იმაში მშველის, რომ მაშინაც კი ვისუნთქო, როცა თითქოს ჰაერიც კი სუროგატია. ამ ძალიან მშრალ ეპოქაში ადამიანებს ალბათ ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი ფიქრისა და ტკივილის, საკუთარი თავის გამოხატვა. პოეზია ჩემთვის გადარჩენაა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და წყობაა.- ჩვენი ცხოვრება შედგება გაკვეთილებისგან, რომელზეც შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე...- დიახ, ცხოვრება გაკვეთილია, სულ რაღაცას ვსწავლობთ, დავიწყებულს ვიხსენებთ, გახსენებულს ვივიწყებთ. მერე კი ან ვაბარებთ გამოცდას ან ვერა. პირადად მე ცხოვრებაში ბევრ შეცდომას გამოვასწორებდი, ისეთს, როცა ადამიანს გული ვატკინე. თუმცა ასევე მაქვს ე.წ. „საჭირო შეცდომების“ ჩამონათვალიც, რომელსაც ხელს არასოდეს ვახლებ. უშეცდომობა ხომ ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაში...- თავისუფლება რა არის თქვენთვის?- თავისუფლებაა ღმერთი ადამიანში. ეს საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობაა, რომლის გარეშეც თავისუფლება არსს კარგავს. თავისუფლებაა სიყვარული და შემოქმედება. თავისუფლებაა, როცა საკუთარი ღირსებისა და შეხედულების დაცვა შეგიძლია...ესაუბრა ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24696/27/246962768_255:0:1000:559_1920x0_80_0_0_b22612af49977c76ae688705d4dbe8a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ
ალბათ განსხვავებული იქნება ქართული ლიტერატურის გაკვეთილი, თუ მოსწავლეებს მას ნამდვილი პოეტი უტარებს. „ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ საგანი არ არის. ეს ფუნდამენტია, რაზეც ცოდნა უნდა დაშენდეს. ის ნებისმიერი სწავლის საძირკველია“ – ასე ფიქრობს ბაქსვუდის სკოლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, პოეტი ნინო გაბუნია.
- ქალბატონო ნინო, დღეს ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამედროვე ბავშვები წიგნს ჩამოშორდნენ, ამ პრობლემის გადაჭრა რა გზითაა შესაძლებელი?
- მართალია, გაჯეტების ეპოქაში დიდი პრობლემაა ბავშვებს წიგნის კითხვა შეაყვარო. მე მგონი, ეს უნდა გადაჭრას ქართული ლიტერატურის გაკვეთილებმა, რომელმაც ბავშვი ნამდვილ ლიტერატურასთან უნდა მიიყვანოს. თუმცა დანამდვილებით როგორ უნდა შევძლოთ ეს, მართლა არ ვიცი. პირადად მე ამ კითხვაზე პასუხს და ამ მიზნის მისაღწევ გზებს ყოველ გაკვეთილზე ვეძებ ხოლმე. ხშირად ყველაზე მეტად სკოლიდან სწორედ ქართულის მასწავლებლები გვამახსოვრდება, რადგან ამ საგნის გაკვეთილზე, თუ მას კარგი მასწავლებელი გიტარებს, ბავშვი ფიქრს სწავლობს. ფიქრი კი ადამიანის ყველაზე მთავარი, ადამიანური თვისებაა.
- რამდენად კარგად იცნობთ ახალ თაობას და რამდენად კარგადაა მათზე მორგებული თანამედროვე სწავლების მეთოდები?
- მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი შვილების თაობაა, ჩვენ კარგად არ ვიცნობთ მათ, რადგან ეს სრულიად ახალი ეპოქის - ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტის და უახლესი ტექნოლოგიების თაობაა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, შესაცვლელია სწავლების კონცეფცია. უნდა ვიფიქროთ, თუ რა და როგორ უნდა ვასწავლოთ მათ. ხელოვნურ ინტელექტს ფაქტების დამახსოვრებაში ვერ აჯობებს ადამიანი, მაგრამ ის ყოველთვის აჯობებს მას მეტაფორულ, აბსტრაქტულ, ანალიტიკურ და ფილოსოფიურ ფიქრში.
- ამის გათვალისწინებით მასწავლებლის მთავარი დანიშნულება რა არის?
- მე ხშირად ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ არ არსებობს ისეთი მასწავლებელი, ვინც აიძულებს მათ ლიტერატურის სიყვარულს. ადამიანს ვერ აიძულებ ისწავლოს, თუ მას არ სურს, მაგრამ შეგიძლია, რომ მოანდომო და შეაყვარო მას სწავლა. ესაა, ჩემი აზრით, მასწავლებლის მთავარი დანიშნულება. მასწავლებლობა ყველა პროფესიაზე უფრო ცოცხალი პროფესია მგონია, იმიტომ რომ შენც მოსწავლე ხარ, როცა ასწავლი.
- პოეზია რაში გეხმარებათ?
- პოეზიის სიყვარული იმაში მშველის, რომ მაშინაც კი ვისუნთქო, როცა თითქოს ჰაერიც კი სუროგატია. ამ ძალიან მშრალ ეპოქაში ადამიანებს ალბათ ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი ფიქრისა და ტკივილის, საკუთარი თავის გამოხატვა. პოეზია ჩემთვის გადარჩენაა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და წყობაა.
- ჩვენი ცხოვრება შედგება გაკვეთილებისგან, რომელზეც შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე...
- დიახ, ცხოვრება გაკვეთილია, სულ რაღაცას ვსწავლობთ, დავიწყებულს ვიხსენებთ, გახსენებულს ვივიწყებთ. მერე კი ან ვაბარებთ გამოცდას ან ვერა. პირადად მე ცხოვრებაში ბევრ შეცდომას გამოვასწორებდი, ისეთს, როცა ადამიანს გული ვატკინე. თუმცა ასევე მაქვს ე.წ. „საჭირო შეცდომების“ ჩამონათვალიც, რომელსაც ხელს არასოდეს ვახლებ. უშეცდომობა ხომ ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაში...
- თავისუფლება რა არის თქვენთვის?
- თავისუფლებაა ღმერთი ადამიანში. ეს საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობაა, რომლის გარეშეც თავისუფლება არსს კარგავს. თავისუფლებაა სიყვარული და შემოქმედება. თავისუფლებაა, როცა საკუთარი ღირსებისა და შეხედულების დაცვა შეგიძლია...