https://sputnik-georgia.com/20221014/nawilobrivi-mobilizacia-or-kvirasi-dasruldeba-putini-271348621.html
ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება - პუტინი
ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება - პუტინი
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე მიავლინეს ნაწილებში. 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T18:59+0400
2022-10-14T18:59+0400
2022-10-18T00:08+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0e/271347750_0:0:3117:1753_1920x0_80_0_0_a7609fc7cf70b24baa4ef7cdaf725ba3.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ნაწილობრივი მობილიზაციის ყველა ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება, განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ასტანაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, წერს „რია ნოვოსტი“.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ნაწილებში, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ რაიმე წინადადება არ ყოფილა.სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ შეხების ხაზი 1.100 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარის ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაცია.უკრაინაში ვითარების დარეგულირების საკითხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის როლზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტყვეთა გაცვლის ორგანიზებაში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა მარცვლეულის გატანაში.„მართალია, ეს მარცვლეული გაეროს ხაზით მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მინიმალური მოცულობით გადის, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენ ეს საკითხიც განვიხილეთ მასთან და გუშინდელ მოლაპარაკებებზე მან თქვა, რომ უნდა მოხდეს მარცვლეულის ნაკადების სტრუქტურირება და პირველ რიგში ღარიბ ქვეყნებში გაიგზავნოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამავდროულად, გერმანიამ, რომელიც აქტიურად არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მიიჩნია სამოკავშირეო ვალდებულებები, განაგრძო პუტინმა.რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლა ამ შეცდომის საფასურს იხდიან გერმანიის ბიზნესი, ეკონომიკა და მოქალაქეები, რაც უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანია როგორც მთლიანად ევროზონისთვის, ისე თავად გერმანიისთვისაც.რაც შეეხება კითხვას, შეხვდება თუ არა ის G20-ის სამიტზე ბაიდენს, პუტინმა აღნიშნა, რომ G20-ის სამიტში მისი პირადი მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ასეთი საუბრისთვის ჯერ არ არსებობს.„მას უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა ის მზად ჩემთან ასეთი მოლაპარაკებებისთვის. მართალი გითხრათ, ზოგადად, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ G20-ის არცერთ ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ საუბარი ჯერ არ არის, თუმცა მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ზოგიერთ მათგანთან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0e/271347750_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_24ee2f8cfa0ae86a0c0df07fa66f7549.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება - პუტინი
18:59 14.10.2022 (განახლებულია: 00:08 18.10.2022) რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე მიავლინეს ნაწილებში.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ნაწილობრივი მობილიზაციის ყველა ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება, განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ასტანაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, წერს „რია ნოვოსტი“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ნაწილებში, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ რაიმე წინადადება არ ყოფილა.
„როცა დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, თუ რა ხარისხისაა ისინი. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, ის იქნება თანამედროვე და მაქსიმალურად სარწმუნო. მე ვფიქრობ, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის (ნაწილობრივი მობილიზაცია) უკვე მთავრდება“, – განაცხადა პუტინმა.
სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ შეხების ხაზი 1.100 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარის ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაცია.
უკრაინაში ვითარების დარეგულირების საკითხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის როლზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტყვეთა გაცვლის ორგანიზებაში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა მარცვლეულის გატანაში.
„მართალია, ეს მარცვლეული გაეროს ხაზით მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მინიმალური მოცულობით გადის, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. ჩვენ ეს საკითხიც განვიხილეთ მასთან და გუშინდელ მოლაპარაკებებზე მან თქვა, რომ უნდა მოხდეს მარცვლეულის ნაკადების სტრუქტურირება და პირველ რიგში ღარიბ ქვეყნებში გაიგზავნოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, გერმანიამ, რომელიც აქტიურად არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მიიჩნია სამოკავშირეო ვალდებულებები, განაგრძო პუტინმა.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლა ამ შეცდომის საფასურს იხდიან გერმანიის ბიზნესი, ეკონომიკა და მოქალაქეები, რაც უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანია როგორც მთლიანად ევროზონისთვის, ისე თავად გერმანიისთვისაც.
რაც შეეხება კითხვას, შეხვდება თუ არა ის G20-ის სამიტზე ბაიდენს, პუტინმა აღნიშნა, რომ G20-ის სამიტში მისი პირადი მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ასეთი საუბრისთვის ჯერ არ არსებობს.
„მას უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა ის მზად ჩემთან ასეთი მოლაპარაკებებისთვის. მართალი გითხრათ, ზოგადად, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ G20-ის არცერთ ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ საუბარი ჯერ არ არის, თუმცა მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ზოგიერთ მათგანთან.