დღეს საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება

© photo: Sputnik / Stringerსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
თბილისში 13 წლის გოგონას ტრაგიკულად დაღუპვის გამო მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ტრადიციულად დღესასწაული ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში იმართება, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდან იკრიბებიან.
გუშინ თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, მცხეთობა–სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.
ხუთშაბათს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტრაგედია ვაკის პარკში: საქართველოში საფესტივალო ღონისძიებები გადაიდო>>
გასართობი ღონისძიებები გაუქმდა შარშანაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0