https://sputnik-georgia.com/20221014/ilia-meore-upali-ar-dagvtovebs-ar-unda-shegveshindes-271343260.html
ილია მეორე: უფალი არ დაგვტოვებს - არ უნდა შეგვეშინდეს
ილია მეორე: უფალი არ დაგვტოვებს - არ უნდა შეგვეშინდეს
Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი. 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T15:44+0400
2022-10-14T15:44+0400
2022-10-16T00:12+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250579087_0:111:3247:1937_1920x0_80_0_0_9a4de317b4f439ff9c5becfdfb6cc7f7.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვენ გვეხმარება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. ტრადიციულად, ამ დღის დღესასწაულის ეპიცენტრი საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია, სადაც დილიდან მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან იკრიბებიან.პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი.თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.მცხეთობაზე გასართობი ღონისძიებები გაუქმდა შარშანაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0a/250579087_259:0:2988:2047_1920x0_80_0_0_b49e86c08640e175d42a73efef3c24f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე: უფალი არ დაგვტოვებს - არ უნდა შეგვეშინდეს
15:44 14.10.2022 (განახლებულია: 00:12 16.10.2022) საქართველოს პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვენ გვეხმარება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.
საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. ტრადიციულად, ამ დღის დღესასწაულის ეპიცენტრი საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია, სადაც დილიდან მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან იკრიბებიან.
„ჩვენ მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ“, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი.
თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.
13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მცხეთობაზე გასართობი ღონისძიებები გაუქმდა შარშანაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.