მიმოხილვა: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტულ ომზე გადადის

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
უკრაინელებს დიდხანს არ უყელყელავიათ და გადაუღიათ სელფები ყირიმის ხიდის ფონზე. "ჩვენ რიღასთვის?“ ისმის უკრაინაში კვნესა. მაგრამ, მაპატიეთ, თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდით დასავლელი პარტნიორების ქოლგის ქვეშ. და, დიახ, ეს ქოლგა შეიცავს გარკვეულ საინფორმაციო საფარს, იარაღის მიწოდებას, ზელენსკისა და ანჯელინა ჯოლისთვის ფულს. მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ ფარავს რაკეტებს.
ნახევარი წელია, რაც უკრაინა მზაკვარი რუსების უდანაშაულო მსხვერპლივით იქცევა. საფოსტო მარკები, სელფები ტერორისტული თავდასხმების ფონზე, საკუთარი სამხედროების მიერ მოკლული უკრაინელების ცხედრების ინსტალაციები, ლიდერების არატრადიციული სტენდაპები. მოკლედ, მთელი საღამო არენაზე.
თუმცა ამ გართობას ერთი ნაკლი აქვს. ყველა ყველაფერს ხედავს. და მთელი მსოფლიო შეძრწუნებული უყურებდა, როგორ გზავნიდნენ ვაშინგტონი და ლონდონი ტონობით იარაღს კიევში, წვრთნიდნენ ადგილობრივ მებრძოლებს, აგზავნიდნენ ათასობით დაქირავებულს რუსეთთან საბრძოლველად. და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერს იმ მომენტში ერთი და იგივე აზრი ჰქონდა: რა მოხდება, თუ ეს მეც დამემართება? გონდაკარგულმა „მსოფლიო პოლიციელმა“ საკმაოდ შეაშინა ყველა, სუვერენული ქვეყნების ბევრმა ლიდერმა პირდაპირ გამოთქვა ეს უკმაყოფილება.
თუმცა, რაღაც დრომდე ეს იყო ერთგვარი იმიტაცია „უკრაინის ომისა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“. ერთგვარი რეგულარული სამხედრო მოქმედება. პროფესიონალთა შეტაკებები. მსოფლიო საზოგადოება შუბლს იჭმუხნიდა, მაგრამ მაგრამ ეს ყველაფერი გადაყლაპა.
მაგრამ ახლა ვაშინგტონის პროკსი-კაზაკები პირდაპირ და ღია ტერორიზმზე გადავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ეს ჟანრის კლასიკაა. ეს არის ბოლო, რაც დამარცხებულებს შეუძლიათ. და აქ მათი ანგლოსაქსი პატრონები გარკვეულწილად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
შეიძლებოდა წლების განმავლობაში მოეკატუნებინათ თავი, რომ ეს ამერიკელები არ ბერავდნენ იარაღით მოჯაჰედებს, რომ ეს ბრიტანელები არ „აგულავებდნენ“ „ისლამურ სახელმწიფოს“. მაგრამ უეცრად, ტემპერამენტიანი უკრაინელების ძალისხმევით, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია. ყველა ყველაფერს ხედავს.
აი, ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ — სწორედ ის, რომლისთვის ბოლოს მოღების პირობაც დადეს ამერიკელმა უმაღლესი დონის ჩინოვნიკებმა. სწორედ ამერიკელების განკარგულებაშია დღეს ყველაზე მოწინავე წყალქვეშა დრონები, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების მიტანა შეუძლიათ ბალტიის ფსკერზე. ბუნებრივია, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ამ ტერორისტულ აქტში ამერიკელებსა და ბრიტანელებს ადანაშაულებს. ამ დივერსიას ანგლოსაქსონურს უწოდებენ. ვლადიმირ პუტინმა უბრალოდ გააჟღერა ის, რასაც ყველა ფიქრობს, მაგრამ ეშინია თქვას.
ან პოდმოსკოვიეში ცნობილი ფილოსოფოსის ქალიშვილს, რუსეთის დამოუკიდებლობისთვის ინტელექტუალური ბრძოლის ლიდერის დარია დუგინას მანქანას აფეთქებენ. ისევ მარტივი ლოგიკური გათვლებით მსოფლიო საზოგადოება მიდის დასკვნამდე, რომ რუსი გოგონა ამერიკელებმა შეუკვეთეს. ან ბრიტანელებმა — ერთი ეშმაკია. და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს ბანდერას ატენტანტმა უკრაინელმა ქალმა შეასრულა. დამკვეთი მაინც ოკეანის გაღმაა.
მით უმეტეს, რომ ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურებისთვის ინტელექტუალების, პოლიტიკოსების, ფილოსოსოსების მკვლელობა იმ ქვეყნებში, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან — ეს რიგითი, რუტინული საქმიანობაა. ავიღოთ თუნდაც ლათინური ამერიკა.
ახლა კი შტატები, რომლებიც ახლახან რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადებას გეგმავდნენ, აღმოჩნდნენ არა სპონსორის, არამედ ნამდვილი ტერორისტის როლში, რომელიც აწყობს სასიკვდილო თავდასხმებს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონი ოფიციალურად არანაირ საბრძოლო მოქმედებებს არ ახორციელებს. და აქ რატომღაც რთული ხდება პათეტიკურად საუბარი დემოკრატიაზე, „უკრაინის თავისუფლებაზე“ და ადამიანის უფლებებზე. უფლებები უფლებებად, მაგრამ ადამიანებს რაღატომ ხოცავენ?
ამ უსიამოვნო სიმართლის გაცნობიერება საკმაოდ სწრაფად დავიდა ამერიკელებამდე. და თავიდან აცილებას შეეცადნენ. The New York Times-მა ამერიკელი დაზვერვის ოფიცრების აღიარება გამოაქვეყნა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვაშინგტონმა საერთოდ არ იცოდა პოდმოსკოვიეში ბანდერას ტერაქტის შესახებ. აქაოდა, ეს კიევის რეჟიმმა გააკეთა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო.
ამერიკული ჟურნალი Politico ვარაუდობს, რომ New York Times-ში გამოქვეყნებით ვაშინგტონი აფრთხილებს ზელენსკის რეჟიმს ასეთი თავდასხმების დაუშვებლობის შესახებ და უკოტერორისტებისგან დისტანცირებას ცდილობს. თუმცა გაფრთხილებამ არ იმუშავა. პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა.
გავიმეორებთ, დღეს ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერი ცდილობს, ამერიკის ყველა თავდასხმას საკუთარ თავზე მოიზომოს. რა მოხდება, თუ ჩემს გაზსადენს, ან ხიდს, ან ღმერთმა არ ქნას და, ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამენ ვაშინგტონის მიერ გამოკვებილი ტერორისტები? რა მოხდება, თუ მათ საავადმყოფოზე დარტყმა მოუნდებათ? ან მეტროზე? ახლახან ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს „თურქულ ნაკადზე“. მადლობა, რომ მოასწრეს.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ყველაზე გულწრფელად აღწერა გლობალური რეაქცია „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ტერაქტზე. „შიშისგან ოფლში გავიწურე“, - თქვა მან.
უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიო საინფორმაციო ველი მზაკვარ მოსკოვსა და ბოროტ ვლადზე საშინელებათა ამბები აღარ მუშაობს. რუსეთი მთელი სპეცოპერაციის განმავლობაში წარმოაჩენს თავის პასუხისმგებლობასა და ჰუმანიზმს. რუსეთის ბევრ მოქალაქეს უკვე დიდი ხანია სურს ნაკლები ჰუმანიზმი. ეს ისე, სხვათა შორის. ამასობაში ხალხები და მათი ლიდერები კი „შიშისგან ოფლში იწურებიან“ იმაზე ფიქრით, კიდევ რას მოიგონებენ თეთრი სახლი და მისი მოხუცი ბინადარი.
მათ შეუძლიათ პროვოკაცია მოაწყონ ბინძური ბომბით და ევროპის ნახევარი რადიაციით მოწამლონ. მათ შეუძლიათ დააზიანონ ატომური ელექტროსადგური პროქსი-კაზაკების ხელით. მერე კი შეეცდებიან, ყველაფერი მოსკოვს დააბრალონ, მაგრამ ასე არ გამოვა. მერე იტყვიან: ჩვენ არა, ეს კიევმა გააკეთაო, მაგრამ ეს არ დაუბრუნებს ხალხს სიცოცხლეს.
კიევის ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს მსოფლიოს თვალში განკიცხულად აქცევს. ქვეყნად, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ცივსისხლიანი მკვლელობების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟის უკან დგას — რა მსოფლიო გავლენაზე შ ეიძლება ჰქონდეს მას?
მაგრამ სირთულე ისაა, რომ უკოტერორისტები ერთდროულად ორი ბატონის მსახურებას ასწრებენ — აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისა. მათი ინტერესები კი ზოგჯერ საპირისპიროა. ვაშინგტონს სურს, უფრო ღირსეულად გამოიყურებოდეს, ბრიტანეთმა კი უკვე კარგა ხანია, რეპუტაციას მიაფურთხა.
და როდესაც დასავლურ პრესაში ჩნდება დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ ყირიმზე დივერსიის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა ჯერ კიდევ გაზაფხულზე — ეს არანაირ გაკვირვებას არ იწვევს.
დიახ, რეალური თავდასხმა სხვა სცენარით განხორციელდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აფეთქების ორგანიზატორად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვს მიიჩნევს. თუმცა ტერაქტის მიზნები სწორედ ლონდონში დაისახა — რუსი სამხედროების იზოლირება და ყირიმის ხიდზე მათი უზრუნველყოფის ჩაშლა. თავად შეტევის გეგმა ბრიტანელებმა ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტის წინა დღეს შეადგინეს, რომლის დროსაც მან დაარწმუნა ზელენსკი, ებრძოლა ბოლო უკრაინელამდე.
დივერსიის ავტორმა, ბრიტანელმა ვეტერანმა მაიკლ უორდმა, Grayzone-ს ჟურნალისტებთან ინტერვიუში არ უარყო თავისი ავტორობა. კიდევ უფრო საინტერესოა მისი ადრესატი, რომელსაც თავისი გეგმები გაუგზავნა. ეს არის ბრიტანული დაზვერვის მაღალი რანგის ფიგურა კრის დონელი, რომელიც ნატოს რამდენიმე გენერალური მდივნის მრჩევლად მუშაობდა.
ამ გამოჩენილ ადამიანს, რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომის ავტორს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ეომო რუსეთს სწორად, თავისი კონცეფცია აქვს თანამედროვე ომზე. მას მიაჩნია, რომ ომი გამოუცხადებლად უნდა წარმოებდეს „რუხ ზონაში“. ამაში იარაღად ყველაფერი გამოდგება: ნავთობი, გაზი, ინფორმაცია, დიპლომატია, კულტურა.
დონელის აზრით, ნატო საშინლად ძველმოდური, მოუქნელი სტრუქტურაა. ევროპელები მესაბოტაჟეები არიან, რომლებსაც ომი არ სურთ. იმისათვის, რომ ბლოკი როგორმე გამოცოცხლდეს, ის ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების გადაწერის იდეას აყენებს, საიდანაც მხოლოდ ერთი სიტყვის ამოღებაა საჭირო. მაშინ წევრი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან ირეაგირონ არა „შეიარაღებულ თავდასხმაზე“, არამედ უბრალოდ „თავდასხმაზე“. თაბდასხმა კი, დონელის აზრით, შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი გზით — გინდა გაზზე ფასების აწევით, გინდა ანგლოსაქსური დღის წესრიგის საწინააღმდეგო საგაზეთო სტატიით.
არსებითად დონელი გლობალური სამხედრო დიქტატურის დამყარებისკენ მოუწოდებს ნატოზე დაყრდნობით. მანამ კი, სანამ მისი სურვილები განხორციელებულა, ყველანაირად უწევს აგიტაციას ომს რუხ ზონაში.
მოკლედ, ადამიანებო, იყავით ფხიზლად. რუსეთის უშიშროების სამსახური ყოველდღე აკავებს შეშლილ კამიკაძეებს. მაგრამ ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან. მსოფლიო ტერორიზმის ნამდვილი დამკვეთები და სპონსორები კი ლონდონსა და ვაშინგტონში სხედან. ამის დაფარვა დღეს უკვე შეუძლებელია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0