ვოლოდინი უკრაინას მკაცრი პასუხებით დაემუქრა

© photo: Sputnik / Serget Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. მოსკოვი მკაცრად უპასუხებს კიევის მიერ ტერაქტების კვლავ განხორციელების ნებისმიერ მცდელობას, წერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-არხზე.

„თუ კიევის რეჟიმის თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება. ტერაქტების ყველა ორგანიზატორი და შემსრულებელი უნდა მოიძებნოს, წინააღმდეგობის გამწევები კი უნდა განადგურდნენ“, − დაწერა ვოლოდინმა.

საკუთარ პოსტს დუმის თავმჯდომარემ დაურთო რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის სარაკეტო დარტყმებით განადგურებული სამიზნეები უკრაინაში.
ამასთან ვოლოდინს მიაჩნია, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც „მხარს უჭერენ ზელენსკის რეჟიმს, ტერორიზმის სპონსორები არიან“. და ახსენებს მათ, რომ „ტერორისტებთან მოლაპარაკებებს მსოფლიოში არსად არ აწარმოებენ“.
8 ოქტომბრიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე პირველი მასიური სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, შეტევის სამიზნეები იყო ენერგეტიკული, სამხედრო-სამეთაურო და საკომუნიკაციო ობიექტები. როგორც კრემლმა განმარტა, ეს იყო პასუხი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დივერსიასა“ და რუსეთის ინფრასტრუქტურაზე „სხვა ტერორისტულ თავდასხმებზე“. კიევის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30%.
ყველა ახალი ამბავი
0