ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ახლად გარემონტებულ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაჰყვა. სამივე მათგანი „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ორი მათგანი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთს კი გამოწვეული სტრესის გამო გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექიმის განმარტებით, 13 წლის ბავშვი კლინიკაში უკვე გულის გაჩერებით შეიყვანეს, ხოლო რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

„რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, მომხდარ ფაქტს შეისწავლიან და შესაბამისი კომპანიები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0